როგორ მოიგო ქართველმა გოგონამ რუსული შოუ და ლატვიელი მამაკაცის გული

როგორ მოიგო ქართველმა გოგონამ რუსული შოუ და ლატვიელი მამაკაცის გული

29 წლის მარია შარაბიძე რუსული შოუს "მოდი ვიქორწინოთ" გამარჯვებული გახდა. მომხიბვლელი დიზაინერი და რესტორატორი რუსეთში სწორედ ამ შოუსთვის გაემგზავრა და გაიმარჯვა კიდეც.

"ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა ამ შოუს შესახებ. გადაცემა "მოდი ვიქორწინოთ", რუსეთის ნაციონალურ არხზე, "ORT"-ზე გადის. საქართველოდან სპეციალურად ამ შოუსთვის ჩავედი რუსეთში. პირველი ქართველი მონაწილე ვარ, ვინც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც.

- როგორი იყო თამაშის წესები?

- პროექტში სულ სამი გოგო იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა აერჩია მამაკაცს. ჩაწერა სულ 4 საათით გაგრძელდა, გარკვეული შეკითხვები დამისვეს და ედგარ კორესილმა საბოლოოდ მე ამომარჩია.

- ვინ არის ედგარ კორესილი?

- ის 42 წლის არის. წარმოშობით ლატვიელია. ისევე როგორც მე, ედგარიც რესტორატორია, ასევე აქვს ღვინის კომპანია. ძალიან დავახლოვდით. ჯერ მხოლოდ ვმეგობრობთ, თუმცა არ გამოვრიცხავ ეს ზღაპარი მეგობრობას გასცდეს. რამდენჯერმე შევხვდით შოუს შემდეგ ერთმანეთს, შემდეგ ის საქმეების გამო რიგაში გაფრინდა, მე თბილისში წამოვედი. ახლა ინტერნეტით ვეკონტაქტებით ერთმანეთს. სულ მალე საქართველოში აპირებს ჩამოსვლას (42 წლის ლატვიელი "სასიძო" შოუში ასე წარადგინეს: ედგარი 42 წლის არის. იგი ცოლს გაშორებულია და აღნიშნავს, რომ განქორწინების შემდეგ მათი ურთიერთობები უფრო თბილი გახდა, ვიდრე ერთად ყოფნის დროს იყო. ედგარს აღიზიანებს ქალები, რომლებიც განსაკუთრებული მიზეზის გარეშე მაღალი ქუსლებით დადიან. ცოლად ისეთ ქალს მოიყვანს, რომელიც თავს უვლის, ნაკითხია და კაბას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იცვამს - ავტ.)

- თქვენ რას საქმიანობთ?

- მე ვცხოვრობ საქართველოში, ვარ რესტორატორი და ტანსაცმლის დიზაინერი. არაერთი ცნობილი რესტორნის დიზაინი შემიქმნია. ახლა ერთ-ერთი პრესტიჟული ბარის ტერასაზე ვმუშაობ.

ხილეთ ვიდეო

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია