უნდა იყოს თუ არა პრიორიტეტული საქართველოში სოფლის მეურნეობა

უნდა იყოს თუ არა პრიორიტეტული საქართველოში სოფლის მეურნეობა

2013 წლიდან, ახალმა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ სექტორის ბიუჯეტი და სოფლად მცხოვრები გლეხებისთვის ახალი პროგრამებიც დაიწყო.

თუმცა, საქართველოს სოფლის მეურნეობა დღესაც ბევრი პრობლემისა და გამოწვევის პირისპირ დგას.

ქვეყანაში სამუშაო ძალის თითქმის 50% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. ეს ძალიან მაღალი ციფრია, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა განვითარებულ ქვეყნებში აღიშნული მაჩვენებელი ხშირად 2-3%-ს უდრის.

თუმცა აქ მთავარი ის ფაქტია, რომ საქართველიში სამუშაო ძალის ნახევარი, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9,2%-ს ქმნის.

2016 წლის გეგმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 295 მილიონი ლარით განისაზღვრება.

ეს სექტორი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი თანხებით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდანაც ფინანსდება. 2012 წლის ბოლოს ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერეს ევროპის სამეზობლო პროგრამას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD), რომელიც ევროკავშირის მიერ 40 მილიონი ევროთი დაფინანსდა. პროგრამა 2013 წელს დაიწყო.

სოფლის მეურნეობის სფეროში ამ თანხების ხარჯვას ბევრი სკეპტიკოსი ჰყავს, რომელთაც მიმდინარე სამუშაოების ეფექტურობაში ეჭვი ეპარებათ. ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ აგრარული სექტორი არასწორად აღებულ კურსს მიუყვება. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია