გიორგი ისაკაძე "მაესტროდან" გაათავისუფლეს - საგანგებო განცხადება "ბიზნესკონტაქტის" ეთერში

გიორგი ისაკაძე "მაესტროდან" გაათავისუფლეს - საგანგებო განცხადება "ბიზნესკონტაქტის" ეთერში

ტელეკომპანია "მაესტროდან" "საქმიანი დილისა" და "ბიზნესკონტაქტის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაცით, ისაკაძეს არხის გენერალური დირექტორისგან, ზურაბ ნაყეურისგან შესაბამისი შეტყობინება მიუვიდა.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით განცხადება 12:30 საათზე, "ბიზნესკონტაქტის" დაწყებისას გაკეთდა. "ბიზნესკონტაქტის", "საქმიანი დილას" და "ანალიტიკის" პროექტების მენეჯერის გიორგი ისაკაძის ტელეკომპანია "მაესტროდან" გათავისუფლების მთავარ მიზეზად, აღნიშნული გადაცემების ე.წ. აუთსორსზე გასვლის მოთხოვა დასახელდა", - ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტის" წამყვანმა ელენე კვანჭილაშვილმა გადაცემის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

წამყვანის თქმით, "ტელეკომპანია "მაესტრომ" ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ბიზნესკონტაქტი", "საქმიანი დილა" და "ანალიტიკა" ეთერში დარჩეს ამ გადაცემების ავტორისა და მენეჯერის გიორგი ისაკაძის გარეშე.

როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შესახებ გადაწვეტილება გიორგი ისაკაძეს გუშინ ჩაბარდა. ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად ისაკაძის მიერ მის მიერვე შექმნილი გადაცემების ხელშეკრულებით თანამშრომლობაზე გასვლის მოთხოვნა დასახელდა.

"მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ადევნებდით თვალს, გემახსოვრებათ, რომ "ბიზნესკონტაქტის", "საქმიანი დილის" და "ანალიტიკის" გუნდი სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარ გარანტად სწორედ ორ რამეს ასახელებდა. ეს იყო - გიორგი ისაკაძე, რომელმაც ეს გუნდი შეკრა და ე.წ. აუთსორსი, ანუ კონტენტი გვემართა დამოუკიდებლად ისე, როგორ აქამდე", - განაცხადა ელენე კვანჭილაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "დღეს ამ წარდგენის თქმა ყველაზე მეტად მიჭირს" - რატომ დარჩა "ბიზნესკონტაქტი" ავტორის გარეშე?

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია