19 წლის თბილისელ გოგონას სახლში თვალწარმტაცი ორანჟერეა აქვს

19 წლის თბილისელ გოგონას სახლში თვალწარმტაცი ორანჟერეა აქვს

ანი ციციშვილი 19 წლისაა. აგრარულ უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. საოცარი სამყარო აქვს, რომლის განუყრელი ნაწილია ულამაზესი და მდიდარი ორანჟერია, აკვარიუმი ფერადი და უნიკალური ჯიშის თევზებით, თუთიყუში, ძაღლი... ყველაფერს თვითონ უვლის. ამბობს, რომ დაღლას არასოდეს განიცდის, პირიქით, ყველაფერს დიდი სიამოვნებით ართმევს თავს.

- როდის აღმოაჩინე, რომ მცენარეებთან და ბუნებასთან გასაკუთრებული დამოკიდებულება გქონდა?

- სკოლაში გვედგა ჩვეულებრივი მწვანე გვიმრა. იმდენად ლამაზი და ფუმფულა იყო, ჩემი ყურადღება მიიქცია. ეს იყო დაახლოებით სამი წლის წინ. ამის მერე დავინტერესდი გვიმრებით. ვიყიდე ერთი ხუჭუჭა გვიმრა, ძალიან პატარა იყო. ახლა უკვე დიდი გოგოა (იღიმის). ჯერჯერობით მაქვს 27 სახეობის გვიმრა და კვლავ განვაგრძობ ჩემი ორანჟერეის სხვადასხვა სახეობის გვიმრით გალამაზებას. გარკვეული დროის შემდეგ მოყვავილე მცენარეებით დავინტერესდი. ერთი წლის წინ ორქიდეის გამრავლება დავიწყე. განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

- ორანჟერეის მოწყობაში ვინ გეხმარებოდა?

- მამაჩემის დახმარებით მოვაწყვე ორანჟერეა. დავდიოდი სათბურებში, ყვავილების ბაზრობაზე და ვაგროვებდი ყვავილებს, შემდეგ მე თვითონ ვამრავლებდი. თუ სადმე იშვიათი სახეობის მცენარე ჩამოვიდოდა, პირველი მე გავრბოდი, რომ ყიდვა მომესწრო. ზოგჯერ ჰოლანდიიდან ჩამოდის მცენარეების მიქსები (მიქსი არის ყუთი, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა სახეობის ყვავილი). იქ შეიძლება, ძალიან იშვიათი სახეობები იყოს. მაგალითად მე შევიძინე ასპლენიუმის გვიმრა, საკმაოდ იშვიათი სახეობაა. ასეთი სხვაგან არსად შემხვედრია... განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია