სიღნაღის თეატრის რეჟისორის პირველი კომენტარი დასის წევრების კანადაში არალეგალად დარჩენასთან დაკავშირებით

სიღნაღის თეატრის რეჟისორის პირველი კომენტარი დასის წევრების კანადაში არალეგალად დარჩენასთან დაკავშირებით

სიღნაღის თეატრის დასის რამდენიმე წევრის კანადაში არალეგალად დარჩენასთან დაკავშირებით თეატრის რეჟისორი მურად ვაშაკიძე კომენტარს აკეთებს. ვაშაკიძე მომხდარს "ცუდ ფაქტს", შესაბამის პირებს კი "სუსტ პიროვნებებს" უწოდებს.

"მართლაც ცუდი ფაქტი მოხდა. დასიდან რამდენიმე სუსტი პიროვნება იქ დარჩა და დასის წარმატებას ჩრდილი მიაყენა. ვიზები 15 ნოემბრამდე გვქონდა. ჩვენი რაიონის წარმომადგენელი, რომელიც კანადაში 18 წელიწადია ცხოვრობს და ეტყობა ამ საქმეებით არის დაკავებული, შეგვხვდა და რამდენიმე ადამიანი გადაიბირა. მათ დაპირდა, რომ საათში 20-დოლარიან სამუშაოზე მოაწყობდა. ამ გაჭირვებულ ადამიანებს ასეთი შეთავაზება მოეწონათ და დარჩნენ. რა თქმა უნდა, ამით დავზარალდი, რადგან როდესაც დავბრუნდებოდით, სპექტაკლი სატელევიზიოდ უნდა ჩაგვეწერა", - აღნიშნა თეატრის რეჟისორმა მურად ვაშაკიძემ.

16-23 მაისს, სიღნაღის თეატრის დასი კანადაში, ლივერპულის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა. ფესტივალის დასრულების შემდეგ თეატრის ექვსი თანამშრომელი კანადაში არალეგალად დარჩა. მათ შორის მხატვარი, მომღერალი და სამი მსახიობია. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, დასის გამგზავრების საკონსულო მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 ათასი ლარი დაიხარჯა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია