"ყო­ველ ჯერ­ზე იმას აკე­თებ­და, რაც არ მოგ­ვე­წო­ნე­ბო­და" - დაკარგული შვილის ამბავი

"ყო­ველ ჯერ­ზე იმას აკე­თებ­და, რაც არ მოგ­ვე­წო­ნე­ბო­და" - დაკარგული შვილის ამბავი

"ჩემს ქა­ლიშ­ვილ­ზე მინ­და გი­ამ­ბოთ. მან უც­ნა­უ­რი რამ ჩა­ი­დი­ნა წლე­ბის წინ და ჩვენც, ვი­ნა­ი­დან "თავ­ზე გად­აგ­ვი­ა­რა", ოჯა­ხი­დან მო­ვიკ­ვე­თეთ. თუმ­ცა, ცხა­დია, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი მის და­კარ­გ­ვას. უფალს ყო­ველდღე ვე­ვედ­რე­ბი შვი­ლის კარ­გად ყოფ­ნას. მი­სი ნახ­ვის სურ­ვი­ლიც მაქვს, მაგ­რამ არც თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა მაძ­ლევს ქა­ლიშ­ვილ­თან მის­ვ­ლის უფ­ლე­ბას და ეს ჩემ­მა ვა­ჟებ­მა ან მე­უღ­ლემ რომ გა­ი­გონ, მგო­ნი, მეც მო­მიკ­ვე­თენ. ჰო­და, ორცეცხ­ლ­შუა ვარ. მინ­და, გუ­ლი თქვენ მა­ინც გა­და­გი­შა­ლოთ", - ქალ­ბა­ტონ მა­კას შინ ვეს­ტუმ­რე და მი­სი შვი­ლე­ბიც გა­ვი­ცა­ნი. თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ იცოდ­ნენ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ. მათ ჩე­მი თა­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შ­რომ­ლად წა­რუდ­გი­ნა, მე­რე თა­ვის სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში შე­მიყ­ვა­ნა, სა­დაც ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ.

- აქ სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­გიყ­ვა­ნე. მინ­დო­და გე­ნა­ხა ის გა­რე­მო, რო­მელ­შიც ჩე­მი შვი­ლი გა­ი­ზარ­და. არას­დ­როს არა­ფე­რი აკ­ლ­და, მაგ­რამ ხომ ხე­დავ, მა­ინც გაგ­ვექ­ცა, თან ისე, რომ მშობ­ლებ­ზე წა­მი­თაც არ და­ფიქ­რე­ბუ­ლა. ჩვენ­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო მი­სი საქ­ცი­ე­ლი და ამი­ტო­მაც ვკა­რით ხე­ლი. არა­და, შვი­ლებს შო­რის ყო­ველ­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გად ვექ­ცე­ო­დით. ის ნა­ბო­ლა­რაა და მეტ მზრუნ­ვე­ლო­ბას ვი­ჩენ­დით, ვე­ფო­ფი­ნე­ბო­დით. ყვე­ლა­ზე მე­ტად, ჩე­მი გო­გო­ნა მე­ი­მე­დე­ბო­და და ყვე­ლა­ზე მე­ტად, სწო­რედ მან გა­მიც­რუა იმე­დი. 14 წლის იყო, რო­ცა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. უც­ნა­უ­რად ჩაც­მა-და­ხურ­ვა და­იწყო. ვი­ფიქ­რეთ, რომ ეს ასა­კის ბრა­ლი იყო და გა­უვ­ლი­და. მი­სი კლა­სე­ლე­ბიც უც­ნა­უ­რად იჩა­ჩე­ბოდ­ნენ და ალ­ბათ, ამი­ტომ ვიმ­შ­ვი­დებ­დით თავს მე და ჩე­მი მე­უღ­ლე. სახ­ლ­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბა რომ და­იწყო, ეს ძა­ლი­ან არ მოგ­ვ­წონ­და და ჯერ სიტყ­ვი­ერ გაფ­რ­თხი­ლე­ბას ვაძ­ლევ­დით, მე­რე ჩხუბ­ზე გა­და­ვე­დით. ჩემ­მა ქმარ­მა რამ­დენ­ჯერ­მე და­სა­ჯა კი­დეც, მაგ­რამ რაც უფ­რო მე­ტად ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­დით მის ახი­რე­ბას, ის მით მე­ტად გვი­ჯი­უტ­დე­ბო­და და ყო­ველ ჯერ­ზე იმას აკე­თებ­და, რაც არ მოგ­ვე­წო­ნე­ბო­და. ძმე­ბიც გა­და­იმ­ტე­რა. მე­უბ­ნებ­დ­ნენ: დე­და, შენს შვილს მი­ხე­დე, თო­რემ ერ­თხე­ლაც თავს მოგ­ვაკ­ლე­ვი­ნებს, ისე იქ­ცე­ვაო. ბი­ჭე­ბი კუდ­ში დას­დევ­დ­ნენ, გო­გოს ეს არ მოს­წონ­და და მათ თავს არი­დებ­და, ეკა­პა­სე­ბო­და, ჩხუბს შუა ქუ­ჩა­შიც არ ერი­დე­ბო­და. მოკ­ლედ, რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა და ამან მთე­ლი ოჯა­ხი აგ­ვა­ფო­რი­ა­ქა. ბი­ჭებ­თან, მა­თი გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში არ გვქო­ნია ისე­თი გა­წევ-გა­მო­წე­ვა, რო­გო­რი პრობ­ლე­მე­ბიც გო­გო­ნამ შეგ­ვიქ­მ­ნა. ალ­ბათ და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ ეს სა­კითხი მტკივ­ნე­უ­ლია და ბევრს ექ­ნე­ბა გა­მოც­დი­ლი.

- ასეთ დროს მშოOბლები ცდი­ლო­ბენ, შვი­ლი ფსი­ქო­ლოგს და­ა­ლა­პა­რა­კონ ან სხვა რა­ღა­ცე­ბით და­ა­ინ­ტე­რე­სონ. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შვი­ლის კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის ძა­ლას თქვენც არ და­ი­შუ­რებ­დით.

- დი­ახ, ასე იყო, მაგ­რამ შე­დე­გი ვერ მი­ვი­ღეთ. ვერც ფსი­ქო­ლოგ­მა გვიშ­ვე­ლა და ვერც ჩვენ ვუშ­ვე­ლეთ შვილს. ვერ ავა­რი­დეთ პრობ­ლე­მები და უპა­ტი­ე­ბე­ლი შეც­დო­მაც და­უშ­ვა. ხან ვეჩხუ­ბე­ბო­დით, ხან ვე­ფე­რე­ბო­დით, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ამაო იყო. თა­ვის­ნათ­ქ­ვა­მა გახ­და და გარ­შე­მო არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებ­და. თავს მხო­ლოდ იმით ვი­ნუ­გე­შებ­დით, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გონს მო­ე­გე­ბო­და, დამ­შ­ვიდ­დე­ბო­და.

- ისე­თი რა ჩა­ი­დი­ნა, რომ ვერ აპა­ტი­ეთ?

- ახ­ლა­ვე გეტყ­ვით. 16 წლი­სა ექ­ს­კურ­სი­ა­ზე წა­ვი­და, კლა­სე­ლებ­თან ერ­თად. გა­მოგ­ვიცხა­და, ვარ­ძი­ა­ში მივ­დი­ვართ, მთე­ლი კლა­სი და ხომ იცით, რომც არ მი­ვი­ღო თქვენ­გან ნე­ბარ­თ­ვა, მა­ინც წა­ვა­ლო. ვუთხა­რი: წა­დი, შვი­ლო, ექ­ს­კურ­სი­ას ვინ და­გიშ­ლის, მაგ­რამ ორ­დღი­ა­ნია და რო­მელ ძმა­საც ეც­ლე­ბა, ის გა­მოგ­ყ­ვე­ბა, ჩვენც რომ არ ვი­ნერ­ვი­უ­ლოთ -მეთ­ქი... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია