"მივხვდი, კარიერის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა" - მზეო სამუკაშვილის ცხოვრების მძიმე პერიოდი

"მივხვდი, კარიერის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა" -  მზეო სამუკაშვილის ცხოვრების მძიმე პერიოდი

გამორჩეულად კარგი გარეგნობისა და აღნაგობის ტანმოვარჯიშე, მზეო სამუკაშვილი აქტიური სპორტული კარიერის შემდეგ, სპორტულ ცხოვრებას არ ჩამოშორებია და მისი ძირითადი სამუშაო ადგილებიც სწორედ ამ სფეროსთან არის დაკავშირებული. ტანმოვარჯიშე 2011 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა და მას შემდეგ, მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. წელს ის "ცეკვავენ ვარსკვლავების" VI სეზონის მონაწილეა: მიუხედავად იმისა, რომ მეგაშოუს ოთხი ტურის შემდეგ გამოეთიშა, ტრადიციისამებრ, ფინალში ყველა მონაწილეს კვლავ ერთად ვიხილავთ.

- სამი წლის ვიყავი, ჩემი ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში რომ გადავიდა. ჩემი ძმა კარატეზე დადიოდა. იმავე სექციაში იყო ტანვარჯიშის წრე, სადაც მამამ მიმიყვანა. თავად სპორტსმენი არ არის, მაგრამ სურდა, ბავშვები სპორტით დავკავებულიყავით. იმ დროს უკვე 8 წლის ვიყავი, ეს ასაკი კი ტანვარჯიშისთვის უკვე ძალიან დაგვიანებულად მიიჩნევა. ერთი წელი მოყვარულთა ჯგუფში დავდიოდი. მწვრთნელმა თქვა, რომ პერსპექტივა არ მქონდა და სპორტულ ჯგუფში არ გადამიყვანდა. ამაზე მამას ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა. დაიქადა: მალე ჩემი შვილი თავის შესაძლებლობებს გამოავლენს და ყველას დაუმტკიცებს, რომ ბევრი რამ შეუძლიაო. მამამ სხვა მწვრთნელთან გადამიყვანა. 10 წლიდან ვარჯიშზე დღეში ორჯერ, დილა-საღამოს სიარული დავიწყე და ნელ-ნელა "ამოვქაჩე". ჯერ ქალაქში გავხდი პირველი და მერე - რეგიონში. მოგვიანებით, ჩემმა მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში გამოვეშვით. 16 წლის ვიყავი, თბილისში პირველად რომ ჩამოვედი და ნაკრებში ამიყვანეს. რამდენიმე თვეს თბილისში ვატარებდი, რამდენიმეს - პერმში, სკოლაში კი გამოცდებს ვაბარებდი. სწავლა რომ დავამთავრე, საბოლოოდ საქართველოში გადმოვედი. აქ ნათესავებთან ვცხოვრობდი, ვვარჯიშობდი და დაახლოებით ნახევარ წელიწადში ნომერ პირველი გავხდი.

ჩემი სპორტული კარიერა მუდმივად ტრავმებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, არაერთი წარმატება მქონდა, ვიყავი მსოფლიოსა და ევროპის ფინალისტი, სხვადასხვა ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი. ვარჯიში 2011 წლის ზაფხულში დავასრულე. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი დავამთავრე. მაქვს ბაკალავრის ხარისხი. აქტიური ტანმოვარჯიშის კარიერის დასრულების შემდეგ, ტანვარჯიშის ფედერაციის მხატვრული ტანვარჯიშის ვიცე-პრეზიდენტი გავხდი. სხვადასხვა პერიოდში ვმუშაობდი: მძლეოსნობის ფედერაციაში და "თბილისი 2015"-ის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტში, მოხალისეთა დეპარტამენტის მენეჯერად. ახლა ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტში, მოხალისეთა დეპარტამენტში ვმუშაობ და პარალელურად, მყავს პატარა ტანმოვარჯიშეთა სამოყვარულო ჯგუფი.

- რატომ გადაწყვიტეს მშობლებმა, რომ საქართველოში გამოეშვით?

- ჩემს მშობლებს სამუდამოდ იქ დარჩენა არ ჰქონდათ გადაწყვეტილი და არც ის სურდათ, რომ რუსეთის სახელით გავსულიყავი საერთაშორისო შეჯიბრებებზე. მამასთვის ეს კატასტროფა იქნებოდა. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ საქართველოში დავბრუნდებოდი. ქართული დავიწყებული მქონდა და თბილისში რომ ჩამოვედი, ფაქტობრივად მაშინ ვისწავლე. სამწუხაროდ, ჩემი და-ძმა რუსეთში ცხოვრობდა. უკვე დაოჯახებულები არიან და ცოტა რთულია თქმა, ჩამოვლენ თუ არა სამშობლოში. 2011 წლის შემდეგ, მე და ჩემი მშობლები საქართველოში ერთად ვცხოვრობთ.

- თბილისში დაიბადეთ?

- არა, ახმეტაში დავიბადე. დედა რუსია, ფილოლოგი, მამა კი იურისტი გახლავთ. ერთმანეთი რუსეთში გაიცნეს და დედა მამამ ახმეტაში ჩამოიყვანა. როგორც

ვიცი, მამას ოჯახი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რუსი ცოლი რომ მოეყვანა, მაგრამ სიყვარულმა გაიმარჯვა (იღიმის)...განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია