"სულ სა­მი ოც­ნე­ბა მაქვს: დე­დის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა, პა­ტა­რა სახ­ლი და სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა..." - დე­და-შვი­ლის გა­უ­საძ­ლი­სი ცხოვ­რე­ბა ბა­რაკ­ში

"სულ სა­მი ოც­ნე­ბა მაქვს: დე­დის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა, პა­ტა­რა სახ­ლი და სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა..." - დე­და-შვი­ლის გა­უ­საძ­ლი­სი ცხოვ­რე­ბა ბა­რაკ­ში

არა­ერ­თი სერ­ტი­ფი­კა­ტი და დიპ­ლო­მი აქვს მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ სკო­ლა­ში იშ­ვი­ა­თად და­დის. უკ­ვე ოთხი წე­ლია, 17 წლის მა­რი­ამ ტრა­პა­ი­ძე ავად­მ­ყოფ დე­დას­თან ერ­თად, ბა­თუმ­ში, პა­ტა­რა ოთახ­ში ცხოვ­რობს. გო­გო­ნას დე­და - ირ­მა ტრა­პა­ი­ძე წლე­ბია, დი­ა­ბე­ტი­თა და გუ­ლის პა­თო­ლო­გი­ე­ბით გა­მოწ­ვე­ულ პრობ­ლე­მებს ებ­რ­ძ­ვის, მი­სი შვი­ლი კი - დე­დის შერ­ყე­უ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბით გა­მოწ­ვე­ულ გა­სა­ჭირს... გო­გო­ნას აღარც კი ახ­სოვს, ბავ­შ­ვო­ბის უზ­რუნ­ვე­ლი წლე­ბი რო­დის დას­რულ­და. ახ­ლა მი­სი ყო­ვე­ლი დი­ლა დე­და­ზე ზრუნ­ვი­თა და სკო­ლის ნოს­ტალ­გი­ით იწყე­ბა. კვე­ბა, კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი, ბი­ნის ქი­რა, დე­დის წამ­ლე­ბი, - ეს იმ პრობ­ლე­მე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­საც გო­გო­ნა წლე­ბია, რო­გორ­ღაც, ხან კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით, ხა­ნაც და­მო­უ­კი­დებ­ლად უმ­კ­ლავ­დე­ბა.

12 კვმ-იან ბი­ნა­ში მათ არც სამ­ზა­რე­უ­ლო აქვთ და არც - აბა­ზა­ნა. გო­გო­ნას თქმით, ბი­ნის ქი­რას, ხში­რად, მა­მა შიო უხ­დის. იმის­თ­ვის, რომ ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დ­ნი­ლი დე­და გა­მოკ­ვე­ბოს, სახ­ლი­დან სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბი მი­აქვს და ბაზ­რო­ბა­ზე ყი­დის... გო­გო­ნას დე­დას გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირს, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, ხა­ტავს, ქარ­გავს, ძერ­წავს, ძველ ავეჯს რეს­ტავ­რა­ცი­ას უკე­თებს, ქმნის სუ­ვე­ნი­რებ­სა და სამ­კა­უ­ლებს... ბა­რა­კის კედ­ლე­ბი ტი­ლო­ზე თუ ქვა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბით არის მორ­თუ­ლი; მო­ხა­ტუ­ლია კა­რა­დე­ბი, სა­ვარ­ძე­ლი, სკივ­რი, ტახ­ტი, ჭურ­ჭე­ლი და სხვა სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბი.

მა­რი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლეა. მას არა­ერ­თი სერ­ტი­ფი­კა­ტი და დიპ­ლო­მი აქვს მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ სკო­ლა­ში იშ­ვი­ა­თად და­დის, რად­გან დე­დას მარ­ტოს ვერ ტო­ვებს. ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, გაკ­ვე­თი­ლებს ვერ ეს­წ­რე­ბა და ამი­ტომ, კლა­სი­დან კლას­ში გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბით გა­და­დის. მო­ა­ხერ­ხა და 17 წლის ასაკ­ში, უკ­ვე და­ას­რუ­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­დაც ფარ­მა­ცევ­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბას და­ე­უფ­ლა და ახ­ლა სამ­სა­ხურს ეძებს. დე­და-შვილს ერ­თი ოც­ნე­ბა აქვს: ჰქონ­დეთ პა­ტა­რა სახ­ლი, სა­დაც სა­ხე­ლოს­ნოს მო­აწყო­ბენ და ბედ­ნი­ე­რად იცხოვ­რე­ბენ.

მა­რი­ა­მი:

- თუ ჩემს თა­ნა­ტო­ლებს დი­ლით ად­რე გაღ­ვი­ძე­ბა, სკო­ლა­ში წას­ვ­ლა და შემ­დეგ მე­ცა­დი­ნე­ო­ბა ეზა­რე­ბათ, მე ად­რე ად­გო­მა, სკო­ლის ზა­რი და შინ მო­სულს, მშვიდ გა­რე­მო­ში მე­ცა­დი­ნე­ო­ბა მე­ნატ­რე­ბა. სახ­ლ­შიც ვკითხუ­ლობ და ვსწავ­ლობ, მაგ­რამ სკო­ლის გა­რე­მო, გაკ­ვე­თი­ლის მო­ყო­ლის წინ გუ­ლის ფან­ც­ქა­ლი და მღელ­ვა­რე­ბა მაკ­ლია... ზოგ­ჯერ ძა­ლა არ მყოფ­ნის, ვი­ყო ბო­ლომ­დე ძლი­ე­რი. თუმ­ცა, მა­ინც ვცდი­ლობ... უკ­ვე მე­ხუ­თე წე­ლია, ერ­თი და იმა­ვე პრობ­ლე­მე­ბით ვიღ­ვი­ძებ და ვი­ძი­ნებ: დე­დას რა ვა­ჭა­მო? რო­გორ შე­ვი­ძი­ნო სურ­სა­თი? მას შაქ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 500-მდე უწევს ხოლ­მე. დი­ე­ტუ­რი საკ­ვე­ბის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს და გა­მო­დის, რომ ისე კარ­გად ვერ ვუვ­ლი, რო­გორც სა­ჭი­როა. მხო­ლოდ ინ­სუ­ლი­ნი საკ­მა­რი­სი არ არის, კვე­ბაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია... არ მინ­და, სულ ვწუ­წუ­ნებ­დე, მაგ­რამ ძა­ლი­ან მი­ჭირს. რო­დე­საც ბა­ზარ­ში რა­ი­მეს გა­სა­ყი­დად მივ­დი­ვარ, გზა­ში იმა­ზე ვფიქ­რობ: ნე­ტავ, დე­ნი ჩაჭ­რი­ლი არ დამ­ხ­ვ­დეს-მეთ­ქი. ბევ­რ­ჯერ გაგ­ვი­თი­შეს გა­და­უხ­დე­ლო­ბის გა­მო. ამ ოთახ­ში ძლი­ე­რი წვი­მე­ბის დროს წყა­ლიც შე­მო­დის, მაგ­რამ რო­დე­საც ქი­რა ვერ გა­და­ვი­ხა­დეთ და აქე­დან გა­სახ­ლე­ბის საფ­რ­თხე დაგ­ვე­მუქ­რა, მა­შინ ვთქვი: ოღონდ ეს ჭე­რი შეგ­ვ­რ­ჩეს და წყლის შე­მო­ვარ­დ­ნა­საც გა­ვუძ­ლებ-მეთ­ქი...

- მა­რი, რო­გორც თქვი, სკო­ლა­ში სი­ა­რულს ვერ ახერ­ხებ. ატეს­ტა­ტის აღე­ბი­სას პრობ­ლე­მა არ შე­გექ­მ­ნე­ბა? ვი­ცი, რომ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ...

- დი­ახ, სწავ­ლა ჩე­მი ოც­ნე­ბაა. სულ სა­მი ოც­ნე­ბა მაქვს: დე­დის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბა, პა­ტა­რა სახ­ლი და სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა... რო­დე­საც სკო­ლა­ში გაც­დე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 90-ს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი მი­რე­კა­ვენ და მაფ­რ­თხი­ლე­ბენ - მოს­წავ­ლის სტა­ტუ­სის შეწყ­ვე­ტი­სა და გა­რიცხ­ვის სა­შიშ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ, რის შემ­დე­გაც, თვე­ში ან ორ თვე­ში ერ­თხელ, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით მივ­დი­ვარ გაკ­ვე­თილ­ზე და მა­ში­ნაც მე­გო­ბარს ვთხოვ ხოლ­მე, ცო­ტა ხნით დარ­ჩეს დე­დას­თან. რო­დე­საც სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი, სი­გე­ლე­ბი მქონ­და და მა­შინ­დე­ლი წარ­მა­ტე­ბა რა­ღა­ცებ­ში ახ­ლაც მეხ­მა­რე­ბა. მას­წავ­ლებ­ლებ­მა იცი­ან ჩე­მი მდგო­მა­რე­ო­ბა და ცდი­ლო­ბენ, ხე­ლი შე­მიწყონ.

- რამ­დე­ნი წე­ლია, რაც ასეთ რე­ჟიმ­ში გი­წევს სწავ­ლა?

- მეშ­ვი­დე კლა­სი­დან. მას მე­რე, რაც დე­დას ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­არეს­და, გა­მოც­დებს ექ­ს­ტერ­ნად ვა­ბა­რებ... ამავ­დ­რო­უ­ლად, რო­გორ­ღაც ვიწ­ვა­ლე და მე­რი­ის და­ფი­ნან­სე­ბით, ფარ­მა­ცი­ის შემ­ს­წავ­ლე­ლი კურ­სი გა­ვი­ა­რე. ახ­ლა სამ­სა­ხურს ვე­ძებ... ძა­ლი­ან მინ­და, მო­მა­ვალ­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რო, წარ­მა­ტე­ბებს მი­ვაღ­წიო და დე­და გა­ვა­ხა­რო. მას გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირს, მაგ­რამ მა­ინც ცდი­ლობს, ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი შე­ამ­სუ­ბუ­ქოს. მი­სი ხე­ლე­ბი არას­დ­როს ჩერ­დე­ბა: ხა­ტავს, ქარ­გავს, ქსოვს, სამ­კა­უ­ლებს აკე­თებს.

ირ­მა:

- ჩე­მი საცხოვ­რე­ბე­ლი თაღ­ლი­თო­ბას შე­ე­წი­რა: ცხრა წლის წინ, მე და ჩემ­მა ქმარ­მა ბან­კის ვა­ლის გა­მო, სახ­ლი დავ­კარ­გეთ, შემ­დეგ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­მაც მი­ღა­ლა­ტა და ოჯა­ხიც და­მენ­გ­რა. მა­შინ მა­რი­ა­მი 8 წლის იყო, მაგ­რამ დი­დი ქა­ლი­ვით მივ­ლი­და. ჩე­მი სო­ცი­ა­ლუ­რი და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბით, შვილს ბავ­შ­ვო­ბა წა­ვარ­თ­ვი და ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია