"მოზარდი ბიჭი შეყვარებულის დასანახად 6 მეტრიდან გადმოხტა... - ეს "გმირობა" თირკმლის ფასად დაუჯდა"

"მოზარდი ბიჭი შეყვარებულის დასანახად 6 მეტრიდან გადმოხტა... - ეს "გმირობა" თირკმლის ფასად დაუჯდა"

მოხშირდა თუ შემცირდა მაღალსართულიანი კორპუსიდან მოზარდთა ვარდნის ფაქტი, როგორია დღევანდელი სტატისტიკა, რა გარემო ფაქტორები განაპირობებს სიმაღლიდან ვარდნის შემდეგ მოზარდის გადარჩენას - ამ და სხვა კითხვებზე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის (რეანიმაციის) დეპარტამენტის უფროსი გია ბიბილაშვილი გვესაუბრა.

- დღესდღეობით როგორია სტატისტიკა მაღალსართულიანი კორპუსიდან მოზარდების გადმოვარდნის შესახებ? ხომ არ მოხშირდა ბოლო პერიოდში?

- მნიშვნელოვანი ცვლილებები სტატისტიკაში არ არის. როგორც იყო წინა წლებში, დღესაც იგივე მაჩვენებელია დაფიქსირებული. წელიწადში დაახლოებით 10 შემთხვევამდე გვაქვს, შეიძლება, უფრო ნაკლებიც. წელს მოზარდების გარდა იყო მცირეწლოვანი ბავშვის ვარდნის ფაქტიც, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან ცუდად დამთავრდა. არ მინდა მშობლებს გული ვატკინო, მაგრამ ამ შემთხვევაში მომვლელს დიდი ყურადღება მოეთხოვება. ყველას ვურჩევ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ და შეძლებისდაგვარად მიიღონ უსაფრთხოების ზომები.

- გადარჩენილების შემხვევაში რა გარემო ფაქტორი განაპირობებს მათ გადარჩენას?

- რამდენიმე ფაქტორია. გადარჩენილებიც საკმაოდ ბევრი გვყავს. გასულ წელს იყო შემთხვევა, მე-8 სართულიდან გადმოვარდა 15 წლის მოზარდი ბიჭი. საბედნიეროდ, ეს ბავშვი დაეცა მანქანის სახურავს და შემდეგ დავარდა მიწაზე. რეალურად მანქანის ამორტიზაციამ შეაფერხა ვარდნის სიძლიერე, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებისგან იხსნა. ძალიან რთული და მძიმე გზა გავიარეთ ამ ბავშვთან ერთად. იყო მრავლობითი მოტეხილობები, ქალა-ტვინის ტრავმა, ტვინის მრავლობითი კონტუზიური სისხლჩაქცევები, ქალის ფუძის მოტეხილობა, კიდურების დაზიანება, ფილტვის დაჟეჟილობა, მენჯის ძვლების და ბარძაყის დაზიანება - საბედნიეროდ, სასურველი შედეგით დასრულდა ეს შემთხვევა. ბავშვი უკვე სკოლაში დადის და სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდა. მნიშვნელობა აქვს, სად ეცემა მოზარდი და როგორია ვარდნის მექანიზმი, ანუ როგორ და რა ორგანოთი ეცემა ადამიანი. როდესაც თავით ეცემა, ამ შემთხვევაში ზიანდება თავის ტვინი და პრაქტიკულად სიცოცხლესთან შეუთავსებელ დაზიანებებს იღებს. იყო შემთხვევა, ბავშვი გადმოვარდა მე-5 სართულიდან, ვარდნა განხორციელდა ვერტიკალურად და მიწაზე ფეხებით დავარდა. დაუზიანდა ქუსლის ძვლები, როგორც ქვედა, ისე ზედა კიდურები, მენჯი, ხერხემალი. საბედნიეროდ, თავის ტვინის არანაირი დაზიანება არ ჰქონდა. თავი მეორადად, მსუბუქად დაზიანდა მიწაზე, რადგან პირველად ფეხების საშუალებით შეჩერდა პაციენტი...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია