ყაზბეგში უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა - რას წერს პაველ სივოკონის მეუღლე სოციალურ ქსელში

ყაზბეგში უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა - რას წერს პაველ სივოკონის მეუღლე სოციალურ ქსელში

ყაზბეგში უკრაინელი ჟურნალისტი, 32 წლის პაველ სივოკონი დაიღუპა. როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უცხოელი ტურისტი მყინვარწვერზე 25-მეტრიან ნაპრალში ჩავარდა, რის შედეგადაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.

"შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დაღუპული უცხოელი ტურისტია. როგორც მთამსვლელები ამბობენ, ის მყინვარწვერზე სავარაუდოდ, 25-მეტრიან ნაპრალში ჩავარდა და მიიღო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

დაღუპული ჟურნალისტის მეუღლე, ასევე ჟურნალისტი ნატალია გუზენკო ამჟამად თბილისში იმყოფება. მან ქმრის გარდაცვალების შესახებ ფეისბუქით შეატყობინა ახლობლებს: "დღეს, კაზბეგზე დაშვებისას პაშა დაიღუპა... მე თბილისში ვარ და დოკუმენტების გაფორმებას ვცდილობ,რ ომ ის სახლში დავაბრუნო. დაკრძალვა კვირას ან ორშაბათს იქნება, ისე როგორც მოხერხდება დოკუმენტების საკითხის მოგვარება..." - წერს ნატალია გუზენკო სოციალურ ქსელში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია