თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა - ვინ წარადგინა პრემიერმა განათლების მინისტრად

თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა - ვინ წარადგინა პრემიერმა განათლების მინისტრად

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

პრემიერმა თამარ სანიკიძის შემცვლელად ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა. ჯეჯელავა "მართვის აკადემიის" თავმჯდომარე და ლიდერ-ტრენერი გახლავთ.

როგორც კვირიკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი გუნდის წევრად რჩება: "მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ თამარ სანიკიძეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში შეასრულა, მან გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმატორული ნაბიჯები, განათლების სისტემაში, განათლების სისტემის ხელმისაწვდომობის კუთხით, ხარისხის გაუმჯობესების ხელმისაწვდომობის კუთხით და ამ მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგები დღეს ნამდვილად სახეზეა.

მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი თამარი შორს არ მიდის ჩვენი გუნდიდან, ის რჩება ჩვენს გუნდში და ნამდვილად, უახლოეს პერიოდში გვექნება საუბარი მის ახალ მანდატზე, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ: ვინ არის ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც პრემიერმა განათლების მინისტრად წარადგინა

Georgia’s Education Minister Tamar Sanikidze dismissed

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია