როგორ უნდა შეარჩიოთ ბინა თბილისში

 როგორ უნდა შეარჩიოთ ბინა თბილისში

დედაქალაქში ბინის შესაძენად ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. მათ შორის, მნიშვნელოვანია უბნის ან ქუჩის ეკოლოგიური მდგომარეობა.

თბილისი ეკოლოგიურად დაბინძურებული ქალაქია, - ხშირად გაიგონებთ ამ ფრაზას საკითხში მეტ-ნაკლებად გარკვეული, ან უბრალოდ უჰაერობით შეწუხებული მოქალაქეებისგან. თუმცა, როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, ჯერ ყველაფერი ასე მძიმედ არ არის. მართალია, მრავალი ფაქტორისა და მათ შორის, უწესრიგო განაშენიანების გამო ჰაერი მნიშვნელოვნად დაბინძურებულია, თუმცა, საშიშ ზღვრამდე ჯერ კიდევ არ მისულა...

ვიდრე მეცნიერულად დადგენილა, რომელია თბილისის ყველაზე დაბინძურებული ან პირიქით, ეკოლოგიურად სუფთა უბნები, ისღა დაგვრჩენია, საკუთარ ინტუიციას ვენდოთ და მას შემდეგ, რაც უბანს ან ქუჩას შევარჩევთ, სასურველი ბინის ძიება დავიწყოთ. როგორც TOP-რეიტინგთან საუბრისას სამშენებლო კომპანიის კონსულტანტი რამაზ ღვინეფაძე ბინის ყიდვის მსურველებს ურჩევს, ამ პროცესში სპეციალისტიც უნდა ჩართონ: "ვიდრე ბინის მოძებნას დაიწყებთ, განსაზღვრეთ პრიორიტეტები. თუ თქვენი მთავარი პრიორიტეტი ფასია და მიიჩნევთ, რომ რაც შეიძლება იაფად უნდა შეიძინოთ ბინა, მაშინ სხვა დანარჩენი აზრს კარგავს... მივყვეთ თანმიმდევრულად, თუნდაც ჩემი კლიენტის მაგალითზე.

მას ბევრი ფული არ აქვს, მაგრამ ცდილობს, მოიძიოს კერძო სახლი ეზოთი, თუმცა, თბილისის პერიფერიებში ცხოვრება არ სურს, ცენტრალურ უბნებში კი მსგავსი ტიპის საცხოვრებელს ვერ შეწვდება. ამიტომ გადაწყვიტა, იცხოვროს ცენტრალურ უბანში, ოღონდ მაღალსართულიან კორპუსში, თუმცა ისეთი ადგილი უნდა შეარჩიოს, რომელიც ხმაურიანი არ არის და კარგადაც ნიავდება. ამასთან, ტრანსპორტიც იოლად უნდა უდგებოდეს. შესაძლოა, ვიღაც მარტივად იღებს გადაწყვეტილებას - ვთქვათ, ვაკე მოსწონს და ზედ ჭავჭავაძეზეც შეუძლია შეიძინოს ბინა, მაგრამ ჩემი კლიენტი ყველაფერს გონივრულად განსაზღვრავს.

მიიჩნევს, რომ შესაძლოა ჭავჭავაძის გამზირზე შეიძინოს ფართი, მაგრამ სასტუმროდ ან სხვა კომერციული დანიშნულებისთვის ვარგოდეს, საცხოვრებლად კი - არა. საცხოვრებელ ბინას სრულიად განსხვავებული სპეციფიკა აქვს. ფანჯრიდან ან აივნიდან გადახედვისას უნდა გრძნობდეთ სივრცეს, რომელიც თქვენს თვალსაწიერს არ შეზღუდავს და არ დაგღლით. უნდა გრძნობდეთ ჰაერს, ანუ ადგილი, სადაც სახლი უკვე აშენებულია ან შენდება, უნდა ნიავდებოდეს. მერწმუნეთ, რაც უნდა კომფორტულად მოიწყოთ საცხოვრებელი, ვერ ჰპოვებთ ჰარმონიას თუ ჩახუთულ გარემოშია და ფანჯრიდან გახედვის კი არა, მისი გამოღების სურვილიც კი არ გაქვთ. დროთა განმავლობაში აუცილებლად დაიწყებთ სხვაგან გადასვლაზე ფიქრს...  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია