ისანში დაჭრილი გოგონა გარდაიცვალა

ისანში დაჭრილი გოგონა გარდაიცვალა

ისანში, ერთ-ერთი სასტუმროს წინ ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი გოგონა გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ისანში, გარეკახეთის ქ. #9-ში მდებარე სასტუმროს წინ მოხდა.

ადგილობრივების განცხადებით, დაჭრილი გოგონა სასტუმროს სამზარეულოში მუშაობდა და მას ყოფილმა მეუღლემ ესროლა. მათ ხმაური არ გაუგიათ. თავად ინციდენტი სავარაუდოდ, დაფიქსირებულია სასტუმროს სათვალთვალო კამერით.

იხილეთ ვიდეო

ადგილზე შსს-ს წარმომადგენლები ამ დრომდე მუშაობენ. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილია ვინაობა დადგენილია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია