ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - საფრთხე, რომელსაც ბოლო არ უჩანს

 ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - საფრთხე, რომელსაც ბოლო არ უჩანს

E60 ჩქაროსნული გზატკეცილის უსაფრთხოება სათანადოდ დაცული არ არის. გაზეთი "რეზონანსის" ინფორმაციით, პრობლემას დიდწილად, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, მოძრაობის წესების განათლების დაბალი დონე ქმნის. გარდა ამისა, ხშირია დაუდევრობა, რომელსაც ავტომაგისტრალით მოსარგებლე მძღოლები და ქვეითად მოსიარულეებიც იჩენენ.

თბილისი-ფოთის მაგისტრალზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები დიდწილად არასწორ მანევრირებას, უყურადღებოდ მართვას, გადაჭარბებულ სიჩქარეს, მანქანის გადაღლილ და ნასვამ მდგომარეობაში მართვას უკავშირდება. საფრთხე გაცილებით დიდია იმ ტერიტორიებზე, სადაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი დასახლებულ პუნქტებში შედის.

დასახლებულ ადგილებსა და ავტობუსის გაჩერებებთან, ასევე მიმდებარედ უსაფრთხო გადაადგილება როგორც მძღოლების, ასევე ქვეითად მოსიარულე ადამიანებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივების ფარგლებში განხორციელებული კამპანიის გარდა, ფაქტობრივად, არ არსებობს მექანიზმი, რამაც აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხო გადაადგილება უნდა უზრუნველყოს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ხერგიანის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს ღონისძიებები როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაშიც არასამთავრობო სექტორის მონაწილეობაც დიდია....

...სტატისტიკას თუ გავითვალისწინებთ, საფრთხე აშკარად დიდია. როორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებიდან ირკვევა, ავტოავარიების რაოდენობა 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, 10%-ით არის გაზრდილი. შარშან საქართველოში დაფიქსირებული 6432 ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა 9187, ხოლო დაიღუპა 602 კაცი, მათ შორის, 28 ბავშვია. გადაჭარბებული სიჩქარის გამო დაღუპულთა რაოდენობა კი 17%-ს აღწევს  წაიკითხეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია