როდის ხდება ჩვეულებრივი ხალი საშიში ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

როდის ხდება ჩვეულებრივი ხალი საშიში ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

რატომ ვითარდება კანის სიმსივნე? რა წესების დაცვაა საჭირო კანის სიმსივნის პრევეცნიისთვის? როდის ხდება ჩვეულებრივი ხალი საშიში ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამ თემაზე ჩაჩავას კლინიკის ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ჩოლოყაშვილი გვესაუბრება.

- ადამიანს კანზე და რბილ ქსოვილებში უჩნდება წარმონაქმნები, რაც საკმაოდ ხშირი და ჩვეულებრივი მოვლენაა. მათი დაყოფა შეიძლება სახეობების მიხედვით: კეთილთვისებიანი, პრესიმსივნური (ავთვისებიან სიმსივნეში გადაზრდის საშიშროებით) და ავთვისებიანი.

კანის და რბილქსოვილოვანი სიმსივნეები, ისევე როგორც ზოგადად ქსოვილები, შედგება უჯრედებისაგან, მაგრამ, ნორმალური უჯრედებისაგან განსხვავებით, სიმსივნურ უჯრედებს დაქვეითებული ან სრულიად დაკარგული აქვთ მომწიფების, დიფერენციაციის უნარი და ახასიათებს განუსაზღვრელი გამრავლება, მას სიმსივნური ტრანსფორმაცია ეწოდება, შედეგად წარმოქმნილი სიმსივნური ქსოვილი აზიანებს და არღვევს ირგვლივმდებარე ნორმალურ ქსოვილებსა და ორგანოებს, იძლევა მეტასტაზებს.

- რატომ ვითარდება კანის სიმსივნე?

გაღიზიანების თეორია - ამ თეორიის თანახმად, ქსოვილების ხშირი ტრავმატიზაცია აჩქარებს უჯრედების დაყოფას: ტრავმის შემდგომ ისინი იძულებულნი ხდებიან, სწრაფად დაიყონ, რათა ჭრილობა დროულად შეხორცდეს და ამით ბიძგს აძლევენ ორგანიზმში სიმსივნურ ზრდას. ამის თვალსაჩინო მაგალითია ხალები, რომლებიც ტანსაცმლით ხშირი ცვეთისა და გაღიზიანების შედეგად ავთვისებიან წარმონაქმნებად გარდაიქმნება.

ფიზიკურ-ქიმიური თეორია - იგი სიმსივნეების განვითარების მიზეზად ორგანიზმზე სხვადასხვა ქიმიური და ფიზიკური ეგზოგენური (გარეგანი) ფაქტორის ზემოქმედებად მიიჩნევა. ეს ფაქტორებია რენტგენისა და გამა-გამოსხივება, კანცეროგენული ნივთიერებების ზემოქმედება, უჯრედთა ონკოტრანსფორმაციას იწვევს... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია