რამდენად დაცულია თბილისის მეტრო სტიქიის დროს

რამდენად დაცულია თბილისის მეტრო სტიქიის დროს

"თბილისის მეტროს არსებობის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საგანგებო სიტუაციის შედეგად გამოწვეული ხანძრით ან წყლით, მსხვერპლით დასრულებულიყოს", - ამბობს ALLNEWS.GE-სთან საუბრისას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მოძრაობის სამსახურის უფროსი მიხეილ კილასონია.

მასთან სწორედ იმის შესახებ დავიწყეთ საუბარი, მომხდარა თუ არა სერიოზული სტიქიური უბედურება თბილისის მეტროში.

"ყოფილა შემთხვევა, როდესაც ძლიერი წვიმის გამო წყალი მეტროში ჩამოსულა, გაჩენილა ხანძარი, თუმცა საბედნიეროდ ამას ადამიანის სიცოცხლე არ შეუწირია. დაახლოებით 2010 წელს, ახმეტელის მეტროში, სამუშაო საათები დასრულებული იყო, როდესაც გარედან წყალი ჩამოვიდა, მიკრორაინებიდან წამოსული წყალი პირდაპირ მეტროში შემოვიდა, თუმცა წყალს სერიოზული ზიანი არ მიუყენებია, რადგან შექმნილია საგანგებო შტაბი და ისეთ სადგურებზე, რომელიც წყლის შემოსვლის კუთხით საშიშია, გვაქვს სპეციალური აღჭურვილობა, ქვიშის ტომრები, რომელსაც ამ დროს ვალაგებთ ხოლმე.

-წყლის ჩასვლის საფრთხე რომელ მეტროსადგურებშია?

-მაგალითად, ახმეტელზე, თუმცა ახლა ვეღარ ჩავა, რადგან ისეა შემოღობილი ყველა მხრიდან, რომ ნაკლებად სავარაუდოა წყლის ჩასვლა, ახმეტელის გარდა, მსგავსი შემთხვევა ყოფილა ვარკეთილში, ვაჟა-ფშაველაზე და დელისზე. ახლა უკვე ყველა სადგურის შემოსასვლელის წინ გვაქვს წყალმიმღები ცხაურები და წყალი იქ ჩადის.

ყოფილა შემთხვევა, ეს ცხაურები წყლით გავსებულა და სადგურში შემოსულა წყალი, მაგრამ ამას დატბორვასაც ვერ ვუწოდებ. ერთხელ ვარკეთილში ჩამოვიდა წყალი, ესკალატორში რომ არ ჩასულიყო სადგური დავხურეთ, ქვიშის ტომრებით კედელი გავაკეთეთ, წყალი ამოვტუბეთ და სადგური წყლისგან გავათავისუფლეთ. წაიკითხეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია