როგორია გორის "დილას" ნახევარმცველის მდგომარეობა უმძიმესი ავარიის შემდეგ

როგორია გორის "დილას" ნახევარმცველის მდგომარეობა უმძიმესი ავარიის შემდეგ

საფეხბურთო კლუბ გორის "დილას" ნახევარმცველი გიორგი თექთუმანიძე, რომელიც ორი დღის წინ მძიმე ავარიაში მოჰყვა, ამ დრომდე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში (რეანიმაცია) მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც ექიმებმა Ambebi.ge-ს განუცხადეს, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

მედიკოსთა თქმით, კრიტიკული პერიოდი შემთხვევიდან 72 საათის განმავლობაში გრძელდება და თუ ამ ხნის განმავლობაში მდგომარეობა შენარჩუნდება, პროცესი უკეთესობისკენ წავა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ლანჩხუთის სიახლოვეს მოხდა. ფეხბურთელის ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. ფეხბურთელი ღუდუშაურის სახლობის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული.

გორის "დილას" ნახევარმცველი მომღერალ ანი ღონღაძის მეუღლეა. ღონღაძე ქართველმა მსმენელმა მუსიკალური შოუებიდან გაიცნო, მოგვიანებით მან "ქუჩის ბიჭებთან" დუეტიც ჩაწერა. ანიმ და გიორგიმ 2015 წელს იქორწინეს.

გიორგი თექთურმანიძეს გორის "დილას" გარდა, სხვადასხვა დროს ცხინვალის "სპარტაკში", თბილისის "დინამოში", რუსთავის "მეტალურგსა" და თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა. იგი გამოდიოდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც.

ასევე ნახეთ: რას წერს მომღერალი ანი ღონღაძე ავარიაში მოყოლილ ფეხბურთელ მეუღლეზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია