კაცი, რომელმაც საყვარელი ქალი ორჯერ შეირთო და მიატოვა

კაცი, რომელმაც საყვარელი ქალი ორჯერ შეირთო და მიატოვა

"ვეძებ მამას, რომელმაც დედაჩემი და მასთან ერთად მეც, წლების წინ მიგვატოვა. მინდა, გავიცნო, თვალებში ჩავხედო და ვკითხო: რატომ მოგვექცა ასე? შეძლებს თუ არა ჩემსავით მიატოვოს ის შვილები, რომლებიც სავარაუდოდ, სხვა ქალისგან ჰყავს? მინდა, ჩემი და-ძმებიც გავიცნო. გთხოვთ, დამეხმარეთ ამ ოცნების ასრულებაში. იქნებ თქვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ ვინმე მისიანი გამომეხმაუროს. მადლობა წინასწარ!" - წერილის ავტორი ვიკი თევზაძეა. მას დედის გვარი აქვს, რადგან ბიოლოგიურმა მამამ მისთვის გვარიც ვერ გაიმეტა. ვიკი ახლა 27 წლის არის.

- დედისგან ვიცი, რომ ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი საავადმყოფოში გაიცნეს. დედა მაშინ სტაჟიორი ექთანი იყო, მამა კი სამედიცინო დაწესებულებაში დაჭრილი მიიყვანეს და მას კარგა ხანს სწორედ დედა უვლიდა. თურმე, იქ გაუჩნდათ გრძნობა. მერე მამა გაწერეს და დედას ის კარგა ხანს არ უნახავს. რამდენიმე თვის შემდეგ გამოეცხადა თურმე და მას მერე უკან დასდევდა, მოსვენება დაუკარგა. როცა მიხვდა, რომ გოგო ყურებამდე იყო შეყვარებული, ცოლობას დაჰპირდა და სახლში მიიყვანა. ფაქტობრივად, გაიპარნენ. რამდენიმე დღე მარტო ცხოვრობდნენ. ჩემი ბებია-ბაბუა კი მისულან ქალიშვილის სანახავად და გაჰკვირვებიათ, სიძის ოჯახის წევრები რომ არ დაუხვდნენ სტუმრებს, მაგრამ მამას თავი ასე უმართლებია მათ წინაშე: ჯერ მინდა, ცოლთან ყოფნით დავტკბე და ცოტა ხანში ჩემს სახლშიც დაგპატიჟებთ. ჩემები ახლახან წავიდნენ, რადგან არ გელოდებოდითო. თურმე, დედას გაუკვირდა, ასეთი ტყუილი რაში დაგჭირდაო? მაგრამ კაცმა ანიშნა, გაჩუმდი, ასეა საჭირო, თორემ წაგიყვანენო. მერე თურმე, ისე ილაპარაკა თავის ოჯახზე, რომ ბებია-ბაბუას უფიქრიათ, ავშენდით, ნამდვილად კარგი სიძე გვეყოლებაო. სინამდვილეში, თურმე მამას სხვა ცოლი ჰყოლია და დედას შერთვა არც უფიქრია. მასთან უბრალოდ, ერთი ღამის გატარება უნდოდა, ეს ჟინი კლავდა და ამიტომაც წაიყვანა სახლში, მოტყუებით. პირველი ორი დღე რომ არავინ მიაკითხათ, იფიქრა თურმე, ეს გოგო უპატრონოა, როგორც მინდა, ისე მოვექცევიო. მერე კი, როცა სასიდედრო და სასიმამრო ნათესავებთან ერთად დაადგნენ თავს, სხვა რა გზა ჰქონდა და მათ ტყუილებით გამოუჭედა თავი. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა უკვე მიხვდა, რომ ღრმად შეტოპა და ასე გაგრძელებაც შეუძლებელი იყო, დედას გამოუტყდა: ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი და ახლა არ ვიცი, რა მოხდება. ცოლი მყავს და შენ ვერ შეგირთავ. ნამდვილი ნაძირალა ვარ და თუ გინდა, აქვე მომკალიო. დედა ძალიან გაბრაზებულა, მაგრამ მისი მოკვლაც ვერ გაუბედავს. სახლში დაბრუნებულა, გამწარებული. შინ მისულს, მშობლებისთვის უთქვამს: ჩემი საქმრო მოკვდა! მისი სახელიც აღარ მიხსენოთ, თორემ მეც მის გზას გავყვებიო. გადარეულა ბაბუა, - რას ამბობო? მერე წასულა იმ სახლში, უძებნია სიძე, მაგრამ მის კვალსაც ვერ მიაგნო. იმ ბინაში კი თურმე, მარტოხელა ქალი ცხოვრობდა, რომლისგანაც რამდენიმე დღით უქირავებია ოთახი. დიდხანს ეძებდა ბაბუ და იმუქრებოდა, - არ ვაცოცხლებ ჩემი ოჯახის შემარცხვენელსო, მაგრამ ვერსად მიაგნო. დედა კი სახელსაც არ ახსენებდა მისას, ვერაფერი დააცდენინეს.

- მას მერე აღარ უნახავს დედათქვენს ის კაცი?

- როგორ არა! რამდენიმე თვის მერე საავადმყოფოში მიაკითხა თურმე. დედას კივილი აუტეხია, - ახლავე აქედან წაეთრიეო. ისტერიკა დამართნია და ნერვიულობის ნიადაგზე, გულიც წასვლია, ძლივს მოუბრუნებიათ. მეორე დღესაც მიაკითხა. თურმე, საავადმყოფოს გასასვლელთან ელოდა მთელი დღე. როცა შინისკენ მიმავალს მოჰკრა თვალი, უკან აედევნა და შუა ქუჩაში დაუწყო სიყვარულის ახსნა. დედა მიყვებოდა: იმდენი ილაპარაკა, ტვინი ამირია. მითხრა, რომ ცოლს დაშორდა ჩემ გამო. მემუდარებოდა, ოღონდაც შემირიგდი და შენ გამო სიცოცხლესაც დავთმობო. დედას ეს კაცი ძალიან უყვარდა. ჰოდა, იმანაც ამით ისარგებლა, დროთა განმავლობაში, ქალის გული ისევ მოიგო. დედას ის სახლში წაუყვანია და მამასაც ოფიციალურად უთხოვია მისი ხელი. ბაბუა თურმე, თავიდან სახლში არ უშვებდა, მაგრამ "ნამუსის მოსაწმენდად" და შვილის ხათრით, მაინც მიათხოვა ქალიშვილი... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია