რამდენად ეფექტურია აგროდაზღვევის სისტემა საქართველოში

რამდენად ეფექტურია აგროდაზღვევის სისტემა საქართველოში

მიმდინარე წელს კახეთისა და ქართლის ათეულობით სოფელი ძლიერმა სეტყვამ დააზარალა. მოსახლეობას მოსავალი სრულად ან ნაწილობრივ გაუნადგურდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 2014 წლიდან აგროდაზღვევის სისტემა მოქმედებს, მათ უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა. მიყენებული ზარალი ჯერჯერობით სრულად დათვლილი არ არის. მოსახლეობამ კი დახმარების თხოვნით სახელმწიფოს არაერთხელ მიმართა.

აგროდაზღვევის პროგრამის ეფექტურობითა და მასში ბენეფიციართა ჩართულობით

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერი ლევან მაღრაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, წელს ფერმერთა აქტიურობა გაზრდილია.

"შეიძლება ბაზრის ათვისება არ იყოს ისეთი შესამჩნევი, როგორიც სხვა აგროდაზღვევის მიმართულებით განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ მოთხოვნა თანდათან მატულობს. 20 აპრილს დაიწყო პოლისების გაყიდვა და 30 მაისის მდგომარეობით 6600 პოლისია გაცემული. 2014-2015 წლებში კი აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 29 ათასი პოლისი გაიყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პოლისების რეალიზაცია ბევრად მეტია და შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ გაყიდვების ტენდენცია მზარდია", - აღნიშნა ლევან მაღრაძემ.

მისივე ინფორმაციით, აგროდაზღვევაში კახეთის და ქართლის რეგიონების მოსახლეობაა ძირითადად ჩართული, თუმცა სამეგრელოში აქტუალურია თხილის დაზღვევა, ხოლო ციტრუსის სეზონზე განსაკუთრებით აჭარისა და გურიის მოსახლეობა აქტიურობს... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია