"მემოხალისე" - მოხალისეები 13 ივნისის დროს დაზარალებულთა მხარდასაჭერად სტიქიის ზონაში შეიკრიბებიან

"მემოხალისე" - მოხალისეები 13 ივნისის დროს დაზარალებულთა მხარდასაჭერად სტიქიის ზონაში შეიკრიბებიან

13 ივნისს, თბილისის სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ ახალ გზაზე მოხალისეები იკრიბებიან. აქცია, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად იმართება, დღეს ღამით, 21:30 საათიდან დაიწყება.

შესაბამისი გვერდი ფეისბუქზე შეიქმნა, სადაც მოხალისეებს აქცია-მსვლელობაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ:

"შემოგვიერთდი 13-ში ახალ გზაზე, მზიური-ზოოპარკის ტერიტორიაზე, საფეხმავლო ხიდთან და გამოხატე თანადგომა სტიქიით დაზარალებულთა მიმართ.

აიღე სანთელი სპეციალურ პუნქტებში, რომლებიც მოწყობილი იქნება გმირთა მოედნიდან რამიშვილის ქუჩამდე და მიიღე მონაწილეობა სანთლებით მდინარის გამოსახულების შექმნაში.

წვიმის შემთხვევაში, სანთლების ნაცვლად გამოვიყენებთ მობილური ტელეფონების ნათებას. ჩამოდი ფეხით გმირთა მოედნიდან ან ხილიანი რამიშვილის შემაერთებელი ხიდიდან. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიკეტება საავტომობილო გზა. გელით 21:30 საათიდან. 00:30 საათზე გამოირთვება გარე განათება და ანთებული სანთლებით გამოისახება მდინარე...

ჩვენ ვართ მოხალისეები და როცა საჭირო იქნება, ჩვენ მოვალთ ისევ!"

აქცია გაგრძელდება 14 ივნისსაც, ამჯერად შეკრების ადგილი მზიურის პარკი იქნება. "14 ივნისს, დილის ათი საათიდან საღამოს რვა საათამდე მოდი, გამოყევი მანიშნებლებს. ერთად შევღებოთ, ჩავაწყოთ ქვები და შევქმნათ ფერადი ბილიკი, რომელიც ერთობის სიმბოლოდ დაგვრჩება! ჩვენ ვართ მოხალისეები და როცა საჭირო იქნება, ჩვენ მოვალთ ისევ".

გაიგეთ მეტი ამ ბმულზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი