ვისთვის შეიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის "შველი წყლის პირას" - ექს-პრემიერის კომენტარი

ვისთვის შეიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის "შველი წყლის პირას" - ექს-პრემიერის კომენტარი

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მის მიერ სოტბის აუქციონზე შეძენილი, ფიროსმანის ნახატი "შველი წყლის პირას" ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"პროცესი, რომ შეიძენ ფიროსმანს და აბრუნებ ქვეყანაში და გადასცემ ერთ მუზეუმს, მის პოპულარობას შესაძლოა, აკნინებს, ვინაიდან ნახატი უნდა იყოს ბაზარზე და უნდა ნახოს მსოფლიომ, მაგრამ, ალბათ, უნდა იყოს მსჯელობა იმაზე, რომ ფიროსმანის ნახატების 30% ან გავცვალოთ მუზეუმებთან და სხვა მხატვრები შემოვიტანოთ ან რაღაც. საცოდაობაა, რომ ფიროსმანი მარტო საქართველოში იყოს წარმოდგენილი. ის მსოფლიო დონის მხატვარია და მსოფლიო ამ სახით უნდა იცნობდეს. ამაზე საზოგადოება უნდა შეთანხმდეს. ფიროსმანს არ ჰქონდა იმდენი ნახატი, რამდენიც, მაგალითად, პიკასოს. ნახატების რაოდენობა ამის საშუალებას არ იძლევა, რომ კერძოსაც ბევრი ჰქონდეს, მუზეუმსაც და ა.შ. ამიტომ გადავეცი მუზეუმს, რომ დაიწყოს მსჯელობა, რომ ფოროსმანი უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიოში", - განაცხადა ივანიშვილმა.

"მის უწმინდესობას წელის ტკივილები ჰქონდა, მთხოვა კონსულტაცია" - რას ამბობს ექიმი პატრიარქის კლინიკაში ვიზიტის შესახებ

მილიონზე მეტის მოგებიანი ბილეთი ბათუმში გაიყიდა

ხვალ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი