ვალუტის კურსი
09/09/2010
USD
1
USD
1.8510
EUR
1
EUR
2.3524
RUB
100
RUB
5.9928
რომელ რადიოს უსმენთ ყველაზე ხშირად?
მშობლებისა და შვილების...
 
რისი ბრალია სისხლში...
 
ფესვობრივი სინდრომი (ფს) ნევროლოგიური სინდრომია, იგი იმ...
 
კალენდარი
« სექტემბერი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
  
ყველაზე კითხვადი
09:59 / 15-02-2010
სოფო ნიჟარაძე მოსკოვიდან მიწვევებს დღემდე იღებს
Ambebi.Geსოფო ნიჟარაძე "ევროვიზიის" კონცერტისთვის უკვე ემზადება. შეირჩა ექვსი საკონკურსო სიმღერა, რომელთაგან 27 თებერვალს მაყურებელი და კომპეტენტური ჟიური ერთს შეარჩევს. ექვსივე სიმღერა ინგლისურენოვანია. სამი მათგანი ქართველ კომპოზიტორს ეკუთვნის, სამი - უცხოელს.

ვისგან გამოჰყვა სიმღერის ნიჭი

- დედა, ქეთი ნიჟარაძე ექიმ-გინეკოლოგია. მამა კახა ნიჟარაძე კი - ინჟინერი. შოკოლადების ქარხანა "მზიური" ერთ დროს მისი ხელმძღვანელობით უშვებდა საუკეთესო შოკოლადს საქართველოში.

- ერთმანეთი როგორ გაიცნეს?
- საერთო ნაცნობის საშუალებით. ორივეს ოჯახის შექმნის სხვადასხვა ისტორია აქვთ. დედაჩემი ამბობს, მომიტაცაო. მამა ამბობს, თვითონ გამომყვაო.

- როგორ გგონია, მაინც რომელი ამბობს სიმართლეს?
- არ ვიცი. იქ არ ვყოფილვარ (იცინის).

- დედასა და მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოს ისტორია გვიამბე...
- სურათი ქალაქ დუბნაშია გადაღებული, სადაც ჩემი სოლოკონცერტი გაიმართა. ქალაქის მერიც ესწრებოდა ამ კონცერტს. ჩემი მეგობარი მერიაში საპროდიუსერო ცენტრში მუშაობდა და კონცერტი მისი ორგანიზებით გაიმართა. ჩემ გვერდით ჩემი მეგობარი და მამამისი დგანან. შავ კაბაში გამოწყობილი ქალი კი დედაჩემია. მამაჩემის სურათი არ მაქვს და მეგობრის მამების ფოტო მაქვს, ვაი, სირცხვილო.

- ოჯახში პირველი ბავშვი შენ იყავი?
- კი.

- რომელ წელს დაიბადე?
- ჩემი ძმა 4 წლით ჩემზე პატარაა. მე 24 წლის ვარ, იკა 20-ის.

- ბავშვობიდან მღეროდი?
- 3 წლიდან. დედაჩემი ამბობს, სიმღერა ლაპარაკზე ადრე დაიწყეო. 3 წლიდან შემიყვანეს სიმღერაზე ლიზიკო ჭოხონელიძესთან.

- ოჯახის რომელიმე წევრი მღეროდა?
- პროფესიონალურად არა, მაგრამ მამა კარგად მღერის. სმენა ორივე მშობელს აქვს. ამბობენ, რომ მამის მხრიდან ბაბუა კარგად მღეროდა.

- ძმა არ მღერის?
- მღერის და გიტარაზეც უკრავს.

- მერე რატომ ძმასთან ერთად არ მღერი სცენაზე?
- ძალიან კარგად ვერ მღერის (იღიმის).

- ძმასთან ერთად ეს ფოტო როდის გადაიღე?
- 2007 წელს. მაშინ ჯერ კიდევ მოსკოვში ვცხოვრობდი და ზაფხულში თბილისში დასასვენებლად ვიყავი ჩამოსული.

- ძმასთან ხშირად კამათობდი ალბათ...
- არასდროს გვიკამათია. დღემდე იდეალური ურთიერთობები გვაქვს. სულ პატარები რომ ვიყავით, მე 7-ის და ის 3-ის, ვერ იტანდა ჩემს სიმღერას. სიმღერას რომ დავიწყებდი, ტიროდა, სოფო გაჩერდეს, ცუდიაო. ამბობდა, მე უნდა ვთქვა ლექსიო.

- ხედავ, რა არასწორად აფასებდა შენს ნიჭს?
- ნამდვილად (იცინის).

- ახლაც არ მოსწონს, როცა მღერი?
- ახლა სულ მეუბნება, ვერ ვხვდები, რატომ არ მომწონდაო.

- რომელ სკოლაში დადიოდი?
- 62-ში და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ გიმნაზიაში - ნიჭიერთა ათწლედში.

- სკოლაში ისევე კარგად სწავლობდი, როგორც მღერი?
- კარგად ვსწავლობდი. გული მწყდება, რომ ჩემს დროს ოქროს მედალი არ იყო, მაგრამ მაქვს წარჩინების დიპლომი. სკოლაში ოთხიანი არასდროს მიმიღია. დედას ახლა ვეუბნები, ბავშვობა არ მქონია-მეთქი. სულ ვმეცადინეობდი. ყველა საგანს ერთნაირად ვსწავლობდი. მათემატიკასაც და მუსიკასაც. შეიძლება, სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ასე იყო.

- არ მგონია, სასაცილო იყოს. კარგია, რომ ბეჯითი იყავი. სწავლა სად გააგრძელე?
- მოსკოვში. ორ ინსტიტუტში ვსწავლობდი. გნესინების სახელობის მუსიკალური აკადემია წითელ დიპლომზე დავამთავრე. ასევე დავამთავრე თეატრალური აკადემია.

- მეგობრებთან ერთად ეს ფოტო სტუდენტობის დროს ხომ არაა გადაღებული?
- კი.

- ეს ბიჭებიც მღერიან?
- ერთი რომეოა, მეორე მერკუციო და მესამე კიდევ ბენვოლიო.

- ძნელი არ იყო მოსკოვში სწავლა? ადვილად შეეჩვიე უცხო გარემოს?

- რთული იყო, მაგრამ ადვილად შევეჩვიე. პირველი სამი თვე გამიჭირდა და მერე იმდენად დაკავებული ვიყავი, რომ არაფერზე ფიქრის დრო აღარ მრჩებოდა. მალევე მოვხვდი, ჩემდა გასაოცრად, მუიზიკლში "ჩხიკვთა ქორწილი". დამეწყო რეპეტიციები და მას შემდეგ სწავლა და რეპეტიციები ჩემი ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმად იქცა.

რატომ გაიყო მისი და პაველ ბურეს გზები

- ცხოველები გყვარებია, როგორც ამ ფოტოდან მივხვდი. ძაღლები კი ალბათ განსაკუთრებით...

- ბავშვობაში მე და ჩემს ძმას ჩიტები გვყავდა, იადონი და მოლაპარაკე თუთიყუში, შემდეგ კუ და ბოლოს ჩემი ოცნების ძაღლი - იორკშირული ტერიერი, რომელიც თაყვანისმცემელმა მაჩუქა მოსკოვში. ერთ კილოს იწონის. ძალიან პატარაა. ბიანკა ჰქვია.

- ბიანკა რატომ დაარქვი?
- სულ შავი იყო, პატარა და ხელის გულზე მეტეოდა. ვისგანაც წამოვიყვანეთ, მითხრა გათეთრდებაო. ეჭვი შემეპარა და ხუმრობით დავარქვი ბიანკა, რაც იტალიურად თეთრს ნიშნავს. ახლა ქერაა, ვერცხლისფერი და მოთეთრო ხაზებით.D ალექსეი ერქვა იმ თაყვანისმცემელს, ვინც მაჩუქა. ძალიან ვუყვარდი. მართლა კარგი ბიჭი იყო.

- ამ ბიჭზე ხომ არ საუბრობ, ფოტოზე რომ გკოცნის?

- არა, ეს რომეოა, ანუ ანდრეი, ჩემი ახლო მეგობარი.

- ალექსეიზე, ვინც ძაღლი გაჩუქა, წარსულ დროში რატომ ლაპარაკობ?

- (იცინის) რა ვიცი, აბა? - იმიტომ, რომ მე მეგობრულად ვიყავი განწყობილი. ახლაც კი მირეკავს ხოლმე.

- რომეოსთან ერთად გადაღებულ ფოტოზე რას მეტყვი? გული არ გწყდება, ცნობილ მიუზიკლში რომ აღარ მღერი და ბევრი გოგოსთვის საოცნებო როლს აღარ თამაშობ?
- კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე გადავწყვიტე, ომის შემდეგ წამოვედი, რაც მოხდა, მას მერე მიჭირდა იქ ყოფნა და სიმღერა. ახლაც მთხოვენ, უკან დავბრუნდე. ბევრი შემოთავაზება მაქვს, უამრავი ახალი პროექტი, მაგრამ უარს ვამბობ.

- პაველ ბურესთან ერთად ფოტო სად გაქვს გადაღებული?

Ambebi.Ge- იურმალაში. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვნახე. ეს იყო 2005 წელს. რამდენჯერმე დამირეკა და სპექტაკლზე დაპატიჟება მთხოვა. ძალიან უყვარდა "რომეო და ჯულიეტა", სამჯერ იყო სპექტაკლზე.

- ახლა აღარ კონტაქტობთ?
- არა.

- თქვენს რომანზე რატომ ლაპარაკობდა ყველა?
- იმიტომ, რომ სიმართლესთან ახლოს იყო.

- სიმართლესთან ახლოს თუ იყო, რა მოხდა შემდეგ?
- ჩვენი გზები გაიყო. სხვადასხვა ინტერესი გვქონდა ცხოვრებაში, ასევე განსხვავებული მენტალიტეტი. პაშამ მარტო პლატონურ ურთიერთობას ვერ გაუძლო. მე კი უფრო სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვიყავი.

- სამწუხაროა.
- არა, სულაც არა (იცინის).

- გიყვარს ჰოკეი?
- მაინცდამაინც არა.

- მოდი, შენს სხვა თაყვანისმცემლებზეც ვისაუბროთ. სურათებს რომ ვარჩევდით, მითხარი, ეს სათამაშო თაყვანისმცემელმა მაჩუქაო. ალბათ მსგავსი სიურპრიზი ხშირად გაუკეთებიათ შენთვის...
- ჩემს ჯულიეტაზე შეყვარებულმა ახალგაზრდა ყმაწვილმა მაჩუქა ეს სათამაშო. ასეთი სათამაშო ბევრს უჩუქებია.

- ინახავ მათ საჩუქრებს?

- კი, აბა რა.

როგორ ემზადება "ევროვიზიისთვის"

- მეგობრებთან ერთად მცხეთაში გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ გურმანი ყოფილხარ, არადა, არ გეტყობა.
- მიყვარს გემრიელი სამზარეულო. სულ წონის პრობლემა მაქვს. ადვილად ვიმატებ და ადვილადვე ვიკლებ.

- შენ თუ შეგიძლია გემრიელი საჭმელების მომზადება?
- მოსკოვიდან რომ ჩამოვდიოდი, ქართულ სამზარეულოს მონატრებული ადვილად ვიმატებდი და მერე სულ მეჩხუბებოდნენ, ტანსაცმელში რომ ვერ ვეტეოდი. მე არ ვამზადებ, სამწუხაროდ, მაგრამ თეორიულად ყველაფრის გაკეთება შემიძლია. ერთხელ ხაჭაპურიც გამოვაცხვე და ძალიან გემრიელი გამომივიდა.

- მეგობრებთან ერთად გადაღებულ ფოტოზე რას იტყვი?

- დასასვენებლად ვიყავი მეგობრებთან ერთად ტაილანდში. იანვარში იქ ასეთი ამინდი იყო.

- მოგეწონა ასეთი მცხუნვარე ახალი წელი?
- უჩვეულო იყო, მაგრამ განსხვავებული და შთამბეჭდავი. ძალიან ვისიამოვნეთ.

- ხშირად ხარ სამთავრობო კონცერტებზე. რამდენიმე პრეზიდენტთან ერთად გადაღებული ფოტოც ამას მოწმობს.

- ეს იყო გუამის სამიტზე, სადაც ნინო სურგულაძე და მე ვმღეროდით. იუშჩენკომ ბევრი კარგი და ლამაზი სიტყვებით შეგვამკო ნინო და მე.  

- ასეთ შეხვედრებზე ალბათ უფრო ნერვიულობ სიმღერის წინ ვიდრე, სხვა კონცერტებზე...

- არა, ყველა კონცერტზე გასვლის წინ ერთნაირად ვღელავ. უკვე მიჩვეული ვარ და სცენაზე თავისუფლად ვგრძნობ თავს, რამდენი და როგორი მაყურებელიც უნდა იყოს. ყოველთვის ერთნაირი პასუხისმგებლობით ვეკიდები ყოველ გამოსვლას.

- "ევროვიზიაზეც" ინერვიულებ ალბათ...
- კი, ძალიან.

- მოგვიყევი, როგორ ემზადები ამ კონკურსისთვის.
- "ევროვიზიაზე" დამატებითი პასუხისმგებლობაა. ძალიან ვნერვიულობ და მინდა, ჩემი ქვეყანა კარგად წარმოვაჩინო და ჩემი გამოსვლა, პირველ რიგში, ჩემს ხალხს მოეწონოს.

- გაქვს რამე წინათგრძნობა ამ კონკურსის წინ?
- ძნელია გქონდეს ასეთი კონკურსის წინ რამე წინათგრძნობა, როდესაც ყველანაირი შედეგი შესაძლებელია. არავინ იცის, რა მოხდება. ეს კონკურსი ლატარიასავითაა.

- ამ ფოტოზეც მიამბე, მითხარი, ძალიან მიყვარსო...

- ფოტო მონაკოშია გადაღებული, ძალიან ლამაზ ადგილას. იქ მეგობრებთან ერთად ვიყავი წასული. იქ ვნახე პენელოპა კრუსი, ხავიერ ბარდემი, სელმა ჰაიეკი. მოკლედ, საითაც გაიხედავ, სულ ვარსკვლავები დადიან.

- შენს ერთ-ერთ საიტზე გიწერია, მინდა ნავი, მინდა ზღვა და შენთან ყოფნა მინდაო, დარწმუნებული ვარ, ამ სიტყვებს უბრალოდ არ დაწერდი. ვინაა ის ბედნიერი, ვისთან ყოფნაც გინდა?

- ამას ვერ გაგიმხელ.

- ე.ი. შეყვარებული ხარ...

- ალბათ ვარ.

- ჯერ ვერ გარკვეულხარ შენს გრძნობებში?

- არა, გარკვეული ვარ. უბრალოდ, არ მიყვარს ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი.

- ჭორებზე როდისმე ძალიან გაბრაზებულხარ?

- არა, ასე უბრალოდ არ ვბრაზდები.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყურადღება - კონკურსი!
15:53 / 09-09-2010  Image ლარი კინგს პერს მორგანი შეცვლის
ტელეარხ CNN-ზე ცნობილ ტელეწამყვან ლარი კინგს საინფორმაციო გამოშვების ყოფილი რედაქტორი პერს მორგანი შეცვლის
12:46 / 09-09-2010  Image ვლადიკავკაზის ბაზარში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა
ვლადიკავკაზის ცენტრში, აგრარულ ბაზარში აფეთქება მოხდა. რუსეთის ფედერაციის პროკურატურის ინფორმაციით, 12 ადამიანია დაღუპული, დაშავებული კი "ძალიან ბევრია"
10:56 / 09-09-2010  Image ბრიტნი სპირსის ყოფილი მცველი ვარსკვლავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს
ფლორესი ამტკიცებს, რომ 28 წლის სპირსი მას სექსუალურ თამაშებში ჩართვას აიძულებდა
13:30 / 09-09-2010  Image ბობ მარლის ქალიშვილს სახლში მარიხუანა მოჰყავდა
მარლიმ განაცხადა, რომ მამისგან მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება გაანიავა და იძულებული გახდა, ფული მარიხუანის გაყიდვით ეშოვნა