რა ღირს "მიმტანის" პროფესია საქართველოში და რა მოთხოვნები აქვთ დამსაქმებლებს

რა ღირს "მიმტანის" პროფესია საქართველოში და რა მოთხოვნები აქვთ დამსაქმებლებს

ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი ჭკვი­ა­ნი, მშრო­მე­ლი და რაც მთა­ვა­რია, ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გახ­ლავთ. ის ჯერ 22 წლის არის. მო­მა­ვალ­ში მსა­ხი­ო­ბო­ბას აპი­რებს, მაგ­რამ წლე­ბია, მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობს. ამ­ჟა­მინ­დელ პრო­ფე­სი­ას აფა­სებს და სხვებ­საც იმა­ვეს მო­უ­წო­დებს...

მა­რი­ამ ჟა­მუ­ტაშ­ვილს მიმ­ტა­ნის პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რე, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნ­და, რომ პა­ტა­რა ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, გო­გო­ნას სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა აქვს გავ­ლი­ლი და გვერ­დი ვერც ამას ავუ­ა­რეთ... იმე­დია, მა­რი­ამ­თან ინ­ტერ­ვიუ მიმ­ტა­ნის პრო­ფე­სი­ის გაც­ნო­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ და მე­ტიც - თავ­და­ჯე­რე­ბას შეგ­მა­ტებთ, განურჩევლად იმი­სა, თუ რო­მე­ლი პრო­ფე­სია გაქვთ არ­ჩე­უ­ლი.

- 5 წე­ლია, მიმ­ტა­ნად ვმუ­შა­ობ. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, სამ­სა­ხუ­რი მჭირ­დე­ბო­და. თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა მინ­დო­და. ბავ­შ­ვო­ბა­ში, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ებს ვკითხუ­ლობ­დი და უმ­რავ­ლე­სო­ბა წი­ნათ მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და. ამ სა­კითხს ჩა­ვე­ძიე და მივ­ხ­ვ­დი: მსა­ხი­ობს სი­თა­მა­მე, ხალ­ხ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს. მიმ­ტა­ნო­ბა მსა­ხი­ო­ბო­ბას ჰგავს. ამი­ტო­მაც ავირ­ჩიე. თან, ასე ვთქვათ, ამ საქ­მით ფუ­ლიც ნორ­მა­ლუ­რად იშო­ვე­ბა. მა­ინ­ტე­რე­სებ­და სხვა­დას­ხ­ვა ღვი­ნის, კერ­ძის შეს­წავ­ლა და სა­ერ­თოდ, ამ პრო­ფე­სი­ა­ში რა რო­გორ იყო. ხალ­ხ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მჭირ­დე­ბო­და. მსი­ა­მოვ­ნებ­და, რომ ადა­მი­ა­ნებს ღი­მი­ლით ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი (ი­ღი­მის)...

- სამ­სა­ხუ­რი რო­გორ იპო­ვე?

- გა­მი­მარ­თ­ლა, რომ მცდე­ლო­ბის პირ­ველ­სა­ვე დღეს ამიყ­ვა­ნეს.

- ვა­კან­სია სად მო­ი­ძიე?

- ვა­კან­სია არ მი­ნა­ხავს. რად­გან სამ­სა­ხუ­რი მჭირ­დე­ბო­და, ინ­ტერ­ნეტ­ში "შევ­ძ­ვე­რი", რეს­ტორ­ნე­ბი მოვ­ძებ­ნე, შემ­დეგ კი რამ­დე­ნი­მე მათ­გან­ში მი­ვე­დი. გა­მი­მარ­თ­ლა და ერ­თ­გან სამ­სა­ხურ­ში ამიყ­ვა­ნეს.

- დამ­საქ­მებ­ლებს შენ­თან რა მოთხოვ­ნე­ბი ჰქონ­დათ?

- თავ­და­პირ­ვე­ლად შევ­თა­ვა­ზე, გა­დამ­ზა­დე­ბას გა­ვივ­ლი­დი, მათ­თან მუ­შა­ო­ბა რომ და­მეწყო. მა­თი პირ­ვე­ლი მოთხოვ­ნა იყო, რომ აუცი­ლებ­ლად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სამ­სა­ხურ­ში დრო­უ­ლად მივ­სუ­ლი­ყა­ვი და ა.შ. ასე­ვე, რუ­სუ­ლი და ინ­გ­ლი­სუ­რი ენა უნ­და მცოდ­ნო­და და გა­მარ­თუ­ლად მე­მეტყ­ვე­ლა, რად­გან მიმ­ტა­ნებს სტუმ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გვიხ­დე­ბა. შემ­დეგ, სერ­ვი­სი ვის­წავ­ლე, რაც მომ­სა­ხუ­რე­ბის ტერ­მი­ნებ­სა და უამ­რავ რა­მეს გუ­ლის­ხ­მობს. მე­რე მო­მინ­და, ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი მე­შო­ვა. იქ მი­სულს გა­მომ­კითხეს, სერ­ვი­სი ვი­ცო­დი თუ არა. ყვე­ლა რეს­ტო­რან­ში სუფ­რის სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რი, თა­ვი­სე­ბუ­რი გაწყო­ბის სტი­ლი აქვთ. ყო­ველ ახალ სამ­სა­ხურ­ში ახალ-ახალ რა­ღა­ცებს ვით­ვი­სებ­დი.

- თავ­და­პირ­ვე­ლად, გა­დამ­ზა­დე­ბის­თ­ვის თან­ხა თა­ვად გა­ი­ღე თუ რეს­ტო­რან­მა?

- ფულს თა­ვად მაძ­ლევ­დ­ნენ, ოღონდ - გა­სამ­რ­ჯე­ლოს ნა­ხე­ვარს. ტრე­ნინ­გე­ბი გა­ვი­ა­რე.

- რა სირ­თუ­ლე­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მიმ­ტა­ნის პრო­ფე­სია?

- რო­გორც გითხა­რით, მიმ­ტა­ნო­ბა მსა­ხი­ო­ბო­ბას ჰგავს და სირ­თუ­ლეც ამას უკავ­შირ­დე­ბა: სამ­სა­ხურ­ში მი­სუ­ლებ­მა ჩვე­ნი გან­წყო­ბი­ლე­ბა კა­რის ზღურბლს მიღ­მა უნ­და დავ­ტო­ვოთ, რად­გან რთუ­ლი დღის შემ­დეგ, რეს­ტო­რან­ში მო­სუ­ლი სტუ­მა­რი უნ­და გამ­ხი­ა­რულ­დეს, გუ­ლი გა­და­ა­ყო­ლოს და ა.შ. ჩვენს პრობ­ლე­მებს ვი­ვიწყებთ და მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მიმ­ტანს თა­ვი­სი პრო­ფე­სია ძა­ლი­ან უნ­და უყ­ვარ­დეს, რად­გან თა­ვად თუ არ და­ა­ფა­სა, სხვა არ და­ა­ფა­სებს. სა­ერ­თო­დაც, საზღ­ვარ­გა­რეთ მიმ­ტა­ნო­ბა ძა­ლი­ან და­ფა­სე­ბუ­ლი პრო­ფე­სია გახ­ლავთ. უკ­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც აფა­სე­ბენ, მაგ­რამ რო­ცა მუ­შა­ო­ბა და­ვიწყე, მა­შინ ჩე­მი თა­ნა­ტო­ლე­ბი ამ სფე­რო­ში დი­დად არ იყ­ვ­ნენ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი.

- რეს­ტორ­ნის მე­პატ­რო­ნე, მე­ნე­ჯე­რი თუ სტუ­მა­რი უსა­მარ­თ­ლოდ მოგ­პყ­რო­ბია?

- რა­ტომ­ღაც, სტუმ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ მსგავს შემ­თხ­ვე­ვას ვერ ვიხ­სე­ნებ. ამ პრო­ფე­სი­ას ძა­ლი­ან ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­ის ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა. რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­დან იოლად "გა­მოძ­რო­მა" უნ­და შე­გეძ­ლოს. ალ­ბათ, ეს მეხ­მა­რე­ბო­და, რომ არც ერთ სტუ­მარ­თან პრობ­ლე­მა არ შემ­ქ­მ­ნია, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია და მე­ა­მა­ყე­ბა. უფ­რო­სებს რაც შე­ე­ხე­ბათ, პა­ტარ-პა­ტა­რა უთან­ხ­მო­ე­ბე­ბი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ რო­ცა

ყვე­ლა­ფე­რი გარ­კ­ვე­უ­ლა, სი­ტუ­ა­ცია დამ­შ­ვი­დე­ბუ­ლა. სა­დაც კი მი­მუ­შა­ვია, ყველ­გან კარ­გად მიც­ნო­ბენ და მგო­ნი, ვუყ­ვარ­ვარ კი­დეც...

- რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ახ­სე­ნე. რა სირ­თუ­ლე­ებს გუ­ლის­ხ­მობ?

- მა­გა­ლი­თად, მიმ­ტანს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მაქვს "პო­ზი­ცი­ა" - და­ახ­ლო­ე­ბით, 10 მა­გი­და. ამ 10 მა­გი­დი­დან 1 სა­ათ­ში 6 მა­გი­და შე­ივ­სო. ერ­თის შეკ­ვე­თა უნ­და მი­ი­ღო, მზა­რე­უ­ლებს გა­დას­ცე, შეკ­ვე­თა წა­მო­ი­ღო, მე­ო­რე შეკ­ვე­თა მი­ი­ღო, მე­სა­მე... თან, სუფ­თად და ლა­მა­ზად უნ­და მო­ემ­სა­ხუ­რო. ეს დიდ სირ­თუ­ლეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა გა­მოც­დი­ლი მიმ­ტა­ნე­ბი კარ­გად უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან და რეს­ტორ­ნი­დან სტუ­მა­რიც კმა­ყო­ფი­ლი მი­დის.

- მიმ­ტა­ნებს ერ­თ­მა­ნეთ­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ? ე.წ. "ჩა­ის" რო­გორ ინა­წი­ლებთ?

- არის რეს­ტორ­ნე­ბი, სა­დაც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი "ჩა­ი­ა" ანუ "ჩე­მი" მა­გი­დის სტუ­მა­რი რა თან­ხა­საც და­მი­ტო­ვებს, ის მხო­ლოდ ჩე­მია, მაგ­რამ ზოგ რეს­ტო­რან­ში "ჩა­ის" ყუთ­ში ვყრით, დღის ბო­ლოს კი შეგ­რო­ვე­ბულ თან­ხას ყვე­ლა­ნი ვი­ნა­წი­ლებთ. მარ­თა­ლია, გუ­ლის სიღ­რ­მე­ში, ერ­თ­მა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტე­ბი ვართ, მაგ­რამ ყვე­ლა­ნი იმის­თ­ვის ვმუ­შა­ობთ, რომ სტუ­მა­რი რეს­ტორ­ნი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რად ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბი წა­ვი­დეს. რა­კი ჩვენს პრო­ფე­სი­ას პა­ტივს ვცემთ, ვცდი­ლობთ, საქ­მე ხა­რის­ხი­ა­ნად გა­ვა­კე­თოთ. ერ­თ­მა­ნეთს ხელს ვუწყობთ.

- შენ­თ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი "ჩა­ი" უფ­რო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია თუ სა­ერ­თო?

- ჩემ­თ­ვის თა­ვი­სი ხიბ­ლი ორი­ვეს აქვს: ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურს ის კარ­გი მხა­რე აქვს, რომ თან­ხა მთლი­ა­ნად მიმ­ტა­ნი­საა და არა­ვინ ედა­ვე­ბა, მაგ­რამ პი­რა­დად მე, პრობ­ლე­მა არა­სო­დეს მქო­ნია, სხვა­ზე მეტ ფულს ვშო­უ­ლობ და თან­ხა სხვას რა­ტომ უნ­და გა­ვუ­ნა­წი­ლო-მეთ­ქი. სა­ერ­თოდ, მიმ­ტანს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი "ჩა­ით" უფ­რო მე­ტი თან­ხა გრჩე­ბა, რად­გან შე­იძ­ლე­ბა, კო­ლე­გას იმ დღეს არ გა­უ­მარ­თ­ლოს და თან­ხა უნ­და უწილადო. შე­სა­ბა­მი­სად, - ფუ­ლი გაკ­ლ­დე­ბა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, მე­ო­რე დღეს შენ არ გა­გი­მარ­თ­ლოს და შენს თა­ნამ­შ­რო­მელს გა­უ­მარ­თ­ლოს. სა­ერ­თო "ჩა­ის" ეს ხიბ­ლი აქვს.

- მსა­ხი­ო­ბო­ბა ხომ არ გა­და­ი­ფიქ­რე? ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი