ინგა გრიგოლია GDS-ის წამყვანის სიდედრი გახდა: "ფაქოს დიდი ხანია ვიცნობ... ახლა გვთხოვა მისი ხელი"

ინგა გრიგოლია GDS-ის წამყვანის სიდედრი გახდა: "ფაქოს დიდი ხანია ვიცნობ... ახლა გვთხოვა მისი ხელი"

ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას სიძე იუმორისტი ლევან გოგორელიანი, იგივე ფაქო გახდა. ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "ბინა 18"-ის წამყვანმა, გრიგოლიას დისშვილი, ნინი ძაძამია შეირთო ცოლად.

ფაქო თავის პირადს ყოველთვის საგულდაგულოდ მალავდა. "სარკესთან" ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ არ სურდა, მისი ვინაობა გაემხილა, თუმცა კი დაქორწინებაზე სერიოზულად ფიქრობდა.

"ოჯახის შესაქმნელად ვემზადები. 29 წლის გავხდი, პატარა ბიჭი აღარ ვარ. დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ ვიღაცისთვის უნდა ვიცხოვრო, ეს ვიღაც კი არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში. ერთხელ უკვე ვიყავი დაოჯახებული და აღარ მინდოდა, შეცდომა დამეშვა. შეიძლება გოგოებს უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბიჭისთვის სულაც არაა ადვილი ქორწინების გადაწყვეტილების მიღება. ერთხელ უკვე შევცდი და ამიტომ აღარ მინდა იმავე შეცდომის დაშვება. მანამდე ვფიქრობდი, სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდი, რომ სწორ ნაბიჯს ვდგამდი. აი, დადგა დრო, როცა ნამდვილად ვიცი, რაც მინდა" - ამბობდა ლევან გოგორელიანი რამდენიმე თვის წინანდელ ინტერვიუში.

ნინი ძაძამია და ფაქო, დაახლოებით 5 წელია ერთად არიან, თუმცა იუმორისტი აქამდე ასაიდუმლოებდა საყვარელი ქალის ვინაობას. "საიდუმლოს" ფარდა ინგა გრიგოლიამ ახადა. მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: "ჯიდიესის" სიდედრი გავხდი ოფიციალურად, ჩემი მეორე შვილის წყალობით ოჯახში შემომივიდა "ჯიდიესი".

"ნინი ჩემი დისშვილია, ჩემი გაზრდილია. ერთმანეთი 4 წელია უყვარდათ და ახლა გვთხოვა ნინის ხელი ოფიციალურად. ფაქოს დიდი ხანია ვიცნობ, ვმეგობრობ და ძალიან ბედნიერი ვარ. ზაფხულში ჯვრისწერას აპირებენ", - ამბობს ტელეწამყვანი.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

(ფოტოზე მარიამ გრიგოლია და ნინი ძაძამია)

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი