ანა დოლიძის განცხადება მაგდა პაპიძის საქმეზე

ანა დოლიძის განცხადება მაგდა პაპიძის საქმეზე

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ქამარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის პროცესი უნდა დაიხუროს. ამის შესახებ დოლიძე "ფეისბუქზე" წერს.

"ყველა ზომები უნდა იყოს მიღებული და დაიხუროს მაგდა პაპიძის პროცესი. მოწმეებს უნდა აეკრძალოთ მედიასთან საუბარი და აღსრულდეს პერსონალური ინფორმაციის შესახებ კანონი. პროცესის დახურვას რა აზრი აქვს თუ ექიმი პირს მოაღებს და ტელევიზორში ყველანაირ პერსონალურ ინფორმაციას დაფქვავს. ჩვენი კანონმდებლობა ამ ყველაფრის საშუალებას იძლევა და ამას მოითხოვს ყველას, გარდაცვლილების, ბრალდებულის და საზოგადოების ინტერესები. ეს იქნებოდა ჩვეულებრივი რამ დასავლეთის ბევრ ქვეყანაში და ჩვენი ყოყმანი ამ მხრივ სრულიად გაუმართლებელია",- წერს დოლიძე.

პაპიძის პროცესს საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ამ ეტაპზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. უკვე მისცა ჩვენება საქმის მთავარმა მოწმემ ოთარ ბერძენიშვილმა, ასეე გარდაცვლილიომარ ქაფიაშვილის დედამ ლილი მინდიკაურმა და მისმა მეზობლებმა.

ასევე ნახეთ: რას იხსენებს ოთარ ბერძენიშვილის სიძე ქაფიაშვილების მკვლელობის ღამეზე: "მთხოვა დამარეკინეო... ვისთან და რაზე ილაპარაკა არ გამიგია"

"დაკავების დროს მაგდა პაპიძე ორსულად იყო" - ექიმის ჩვენება სასამართლო პროცესიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი