შემზარავი ფაქტი ბათუმში: ყოფილმა ქმარმა 27 წლის ქალს უმძიმესი ჭრილობები მიაყენა და ქუჩაში მომაკვდავი დატოვა

შემზარავი ფაქტი ბათუმში: ყოფილმა ქმარმა 27 წლის ქალს უმძიმესი ჭრილობები მიაყენა და ქუჩაში მომაკვდავი დატოვა

ოჯახური ძალადობის შემზარავი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში. შემთხვევა 10 ივნისს მოხდა, ბათუმთან ახლომდებარე სოფელში. 27 წლის ნინა ტ.-ს ყოფილმა ქმარმა არკადი ტ-მ ბასრი საგნით თავის არეში უმძიმესი ჭრილობები მიაყენა, სცემა და ღამე ქუჩაში უგონო მდგომარეობაში, ფაქტობრივად მომაკვდავი დატოვა.

ძალადობის მსხვერპლი გამვლელებმა დილით უგონო მდგომარეობაში იპოვეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. თავის არეში მრავლობითი დაზიანებების გამო ქალი ურთულეს მდგომარეობაში რამდენიმე დღე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ის სამი დღის წინ მოვიდა გონს და რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს.

AMBEBI.GE-ს კორესპონდენტს მან თავად უამბო თავისი ისტორია. ნინა 14 წლის იყო, როცა მასზე 7 წლით უფროსმა მამაკაცმა მოიტაცა. პირველი შვილი 16 წლისას გაუჩნდა. სულ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს - 11, 8 და 6 წლის. ქალი ქმარს ერთი წლის წინ გაშორდა და შვილებთან ერთად საცხოვრებლად მშობლებთან გადავიდა. ნინა ამბობს, რომ მეუღლესთან ცხოვრება მისი ეჭვიანობის გამო შეუძლებელი იყო და ვეღარ შეძლო მის ხასიათთან შეგუება.

"მე და ჩემი ყოფილი ქმარი სადაც ვცხოვრობდით, იქ გარდაიცვალა მეზობელი. დამირეკა არკადიმ და მითხრა, რომ გამომივლიდა და გარდაცვლილის ცოლის სანახავად წამიყვანდა. ვმეგობრობდი იმ ქალთან და მეც დავთანხმდი. სამსახურის მერე გამომიარა მოტოციკლეტით და წავედით. სახლამდე მისულებიც არ ვიყავით მითხრა, რომ არ მინდა ერთად დაგვინახონ, გზიდან გადავუხვევ, დავაყენებ მოტოციკლეტს და ცალ-ცალკე ავიდეთო. გადავუხვიეთ, სადღაც მიფარებულ ადგილზე, გადმოვიდა მოტოციკლეტიდან, პარკში გახვეული რაღაც ნივთი ამოიღო, თურმე ეჩო (ხის სათლელი იარაღი) ჰქონდა.

მახსოვს მხოლოდ ერთი ძლიერი დარტყმა თავში, მეტი არაფერი. ჩემი გათიშვის შემდეგ გაუგრძელებია თავში ჩარტყმა და ვუცემივარ კიდეც. მარჯვენა ხელი მაქვს მოტეხილი, მარცხენა ხელზე დიდი ჭრილობა მაქვს. ძალიან ბევრი, 15-ზე მეტი ჭრილობა მაქვს თავზე. ძვალი მაქვს გაბზარული, ტვინის შერყევა მაქვს, მთლიანად სხეული ჩაშავებული მაქვს. როგორც ჩანს ძალიან მცემა და დამაგდო იქ ეკლებში.

ღამის 11 საათი იქნებოდა როცა ეს ამბავი მოხდა, დილით 10:00 საათზე მეზობელმა ჩამოიარა და დამინახა უგონო მდგომარეობაში. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, პოლიციაც მოვიდა. თურმე რომ გამსინჯეს, სულ ოდნავ მქონდა სიცოცხლის ნიშნები და წამომიყვანეს საავადმყოფოში. საერთოდ არაფერი მახსოვს გარდა იმისა, რომ ვიგრძენი თავში ძლიერი ჩარტყმა. ბოლო სამი დღეა რაც გავიღვიძე და გონზე მოვედი. პოლიცია იყო მოსული, შეამოწმეს ყოფილი ქმრის მონაცემები და ნახეს, რომ იმ ღამესვე 00:30 საათზე დატოვა საზღვარი და გადავიდა თურქეთში. ალბათ სანამ საზღვრამდე მივიდა საათნახევარი დასჭირდა. თან გაიყოლა ჩემი ჩანთა, სადაც 200 ლარი და პასპორტი მქონდა. თურქეთში წასვლას და ძიძად მუშაობას ვაპირებდი, 700 დოლარს მპირდებოდნენ. პასპორტი გავაკეთე და ორი დღის შემდეგ მივდიოდი".

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარს AMBEBI.GE მალე შემოგთავაზებთ.

იხილეთ ვიდეო

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი