პაკისტანელების სქემა ქართულ ავტობაზარზე - "მყიდველს არავინ უხსნის, რომ მანქანები აწყობილია"

 პაკისტანელების სქემა ქართულ ავტობაზარზე - "მყიდველს არავინ უხსნის, რომ მანქანები აწყობილია"

საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი კვლავ მცირდება. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესი სულს ღაფავს. 2014 წლის 1-ლი აპრილი ის თარიღია, როცა აზერბაიჯანში "ევრო-4" სტანდარტი ამოქმედდა, - აიკრძალა 2005 წლამდე წარმოებული ევროპული, 2004 წლამდე წარმოებული ამერიკული და 2011 წლამდე წარმოებული იაპონური მანქანების შეყვანა.

შეზღუდვამ დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტს. მაგალითად, 2012 წელს საქართველოდან რეექსპორტზე 587,296 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილი გავიდა, 2013-ში ეს მონაცემი 703,817 მლნ-მდე გაიზარდა, 2014-ში მაჩვენებელი უკვე 517,786 მლნ-მდე ჩამოვიდა, ხოლო 2015-ში 179,646 მლნ დოლარამდე დაეცა. ბოლო 2 წელიწადში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 35-40%-ით შემცირდა, 2016 წლის იანვარ-აპრილში კი საქართველოდან მხოლოდ 48,375 მლნ ლარის ღირებულების მანქანაა გასული.

ავტოდილერების თქმით, არის რამდენიმე ახალი გარემოებაც, რაც უფრო ამძიმებს ბაზარზე შექმნილ არასახარბიელო მდგომარეობას. აზერბაიჯანის ბაზრის დაკარგვის შემდეგ, საქართველოდან მეორეული ავტომობილების რეექსპორტი ყველაზე დიდი მოცულობით სომხეთში გადის. მაგალითად, 2015 წელს ამ ქვეყანაში გავიდა საქართველოდან რეექსპორტირებული ავტომობილების 63%, რაოდენობრივი თვალსაზრისით კი წლეულს სომხეთში რეექსპორტი 49%-ით შემცირდა. დილერების თქმით, იაპონიიდან ავტომობილების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლობები ბოლო დროს სომხეთშიც გაიხსნა, სომხეთის მოქალაქეებს უკვე თავად აქვთ კავშირი იაპონურ კომპანიებთან და მანქანებიც ჩამოჰყავთ.

ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში გაფორმების ეკონომიკური ზონიდან (გეზ) ავტომობილის გამოყვანისას მათ თითქმის იგივე პირობები და გადასახადი ხვდებათ, რაც საქართველოს მოქალაქეებს. თუ, მაგალითად, გეზ-იდან მანქანის გაყვანისთვის საქართველოს მოქალაქეს 122 ლარი აქვს გადასახდელი, სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ავტომობილი საქართველოდან რეექსპორტით გაჰყავს, სახელმწიფო 150 ლარის გადახდას აკისრებს. ავტოდილერები ჩივიან, რომ სწორედ ასეთი მცირე განსხვავების გამო გახდა მიმზიდველი სომხეთის მოქალაქეებისთვის ავტომობილების საქართველოს გავლით ჩამოყვანა, საქართველო კი მეორეული ავტომობილებისთვის უკვე სომხეთის ბაზარსაც კარგავს განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი