"ძვირადღირებული" საპირფარეშო ბათუმის ბულვარში

"ძვირადღირებული" საპირფარეშო ბათუმის ბულვარში

ბათუმში ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, სასტუმრო "ინტურისტების" მიმდებარედ არსებული საპირფარეშო 70 თეთრი ღირს. ეს შადრევნების პერიმეტრზე ერთადერთი საპირფარეშოა, შესაბამისად, მომხმარებელიც ბევრი ჰყავს.

"ეს არის ბიზნესი, ფასს მე თვითონ ვარეგულირებ" - ასე უპასუხა საპირფარეშოს მფლობელმა რომან კირკიტაძემ AMBEBI.GE-ს კითხვაზე, თუ რატომ ღირს მისი საპირფარეშოთი სარგებლობა 70 თეთრი.

მფლობელს ობიექტი ბათუმის მერიისგან იჯარით აქვს აღებული. მერიამ 2005 წელს ბულვარში საპირფარეშოს მშენებლობაზე კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვებულს ტერიტორია 49 წლით გადაეცა, ყოველწლიურად კი 2 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

რომან კირკიტაძე აცხადებს, რომ ქაღალდი და ხელსაბანი საშუალებები გაძვირდა, შესაბამისად ფასების ცვლილება მის ბიზნესზეც აისახა. ბიზნესმენი უკმაყოფილებას გამოთქვამს მთავრობის მუშაობისა და ეროვნული ვალურის არასტაბილურობის გამო და აცხადებს, რომ სწორედ ეს გახდა ფასების ზრდის მიზეზი:

"ქაღალდი, თუ ღირდა 1.70 ლარი, ახლა ღირს 2-დან 3 ლარამდე. ყველა წუთში ცვლიან ფასებს. ხელსაბანი საპნები, დასასუფთავებელი საშუალებები ყველაფერი გაძვირდა და მეც შესაბამისად მოვუმატე ფასს. მე რომ მისვამთ კითხვას, რატომ გაძვირდა, მთავრობას ჰკითხეთ, დოლარს რომ აუწევენ-დაუწევენ, ეკონომიკა რომ არაა სტაბილური, რა გავაკეთო? ზამთარშიც ეს ფასი მქონდა და ზაფხულშიც. ზაფხულის სეზონზე შემოსავალი მეტია, რა თქმა უნდა, მაგრამ ზამთარშიც მყავს თანამშრომლები და ისინი ხომ უნდა შევინახო, ხელფასი არ მივცე?" - აღნიშნა რომან კეკელიძემ.

კეკელიძეს საპირფარეშოს მიმდებარედ ბულვარში წყლისა და გაზიანი სასმელების ჯიხურიც აქვს. მისივე თქმით, ნახევარ ლიტრ წყალს ბითუმად 35 თეთრად ყიდულობს, საცალოდ კი ჯიხურში 1 ლარად ყიდის.

ცნობისათვის, კიდევ ერთი საპირფარეშო, რომელიც ანბანის კოშკთან მდებარეობს, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ გასცა იჯარით და ზაფხულის სეზონზე მომსახურების საფასური არაუმეტეს 50 თეთრი უნდა იყოს, ხოლო არასაკურორტო სეზონზე 30 თეთრი.

ნინო ხოზრევანიძე ბათუმიდან AMBEBI.GE-სთვის

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი