"ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად"... - სად არიან და რას საქმიანობენ მდიდარი ქართველი წყვილები ზღაპრული ქორწილების შემდეგ

"ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად"... - სად არიან და რას საქმიანობენ მდიდარი ქართველი წყვილები ზღაპრული ქორწილების შემდეგ

ცხოვრებაში ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ოჯახის შექმნაა, მომავალი ბენდიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი კი ქორწილი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ბავშვობის ასაკიდან გეგმავს.

ყველა ზღაპარი ქორწილის ეპიზოდით მთავრდება. ზღაპარი იყო მათი ქორწილებიც, რომელმაც მთელი საქართველო აალაპარაკა. როგორ გაგრძელდა გრანდიზული საქორწინო ცერემონიალების მთავარი გმირების ცხოვრება, ამას სტატიიდან შეიტყობთ.

ლაკო ბუკია - რეზიკო მანჯგალაძე

ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ქალიშვილის ქორწილმა შარშან მთელი საქართველო აალაპარაკა. წარმატებულმა ქართველმა დიზაინერმა გასული წლის ივნისში რეზიკო მანჯგალაძეზე იქორწინა. ლაკო რამდენიმე წელია საზღვარგარეთ სწავლობს და მისი კოლექციების ჩვენება ხშირად ხდება მსოფლიოს წამყვანი მოდის კვირეულებზე. ის დონა კარანის საყვარელი დიზაინერია. ლაკომ და რეზიკომ ქორწილი ჩაქვში გადაიხადეს, გრანდიოზულ ცერემონიალს შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი პოლიტიკოსები ირაკლი ღარიბაშვილი და კახა კალაძეც ესწრებოდნენ. ქორწილს მუსიკალურად ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი აფორმებდა.

ლაკო გათხოვების შემდეგ ისევ საზღვარგარეთ წავიდა საცხოვრებლად. წყვილი ხან ლონდონში ცხოვრობს, ხან კი ამერიკაში.

ხათუნა სხირტლაძე - ნიკა ნაყოფია

"მის საქართველო 2008" ხათუნა სხირტლაძე ქვეყნის ყველაზე ლამაზი გოგოს ტიტულის მორგებიდან მალე გათხოვდა და 2009 წელს ქართველი მილიონერის, კობა ნაყოფიას ვაჟზე იქორწინა. ხათუნამ და ნიკამ გრანდიოზული ქორწილი თურქეთში გადაიხადეს. მათ გაცნობიდან სამ თვეში იქორწინეს. "მის საქართველო" მიიჩნევს, რომ გათხოვება ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რომელიც ოდესმე გადაუდგამს. კობა ნაყოფიამ ვაჟს გრანდიოზული ქორწილი სტამბულში, სასტუმრო "კემპინსკში" გადაუხადა. ამბობდნენ, რომ საქართველოდან ორი სპეციალური ჩარტერული რეისით მთავრობის წარმომადგენლები და ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც კი გაემგზავრაო. ხათუნას ქორწილში D&G-ს მიერ შეკერილი კაბა ეცვა. წყვილმა ჯვარი სტამბულში მდებარე მართლმადიდებლურ ტაძარში დაიწერა. ჯვრისწერის ცერემონიალი მამაომ ქართულ ენაზე აღასრულა, მგალობლებმა კი ბერძნულად იგალობეს. ქორწილში უფროსი თაობისთვის მიწვეული იყვნენ "ქართული ხმები", ნანი ბრეგვაძე და სხვა ქართველი მომღერლები. ახალგაზრდების განწყობაზე კი ლეგენდარულმა ჯგუფმა Earth, Wind & Fire იზრუნა.

ნიკა და ხათუნა ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობენ და პატარა ბიჭს ზრდიან.

ია სარქისოვა - მიხეილ მახარაძე

"რესო გარანტის" მფლობელის, სერგეი სარქისოვის ქალიშვილის ქორწილმა თვეების წინ რუსული პრესაც აალაპარაკა. ია სარქისოვამ ქართველ მამაკაცზე, მიხეილ მახარაძეზე იქორწინა. წყვილმა საქართველოში სამდღიანი ქორწილი გადაიხადა, რომელიც რუსმა ჟურნალისტებმა შემდეგნაირად შეაფასეს: „ჭამე, დალიე, იცეკვე, მერე ისევ ჭამე". სტუმრებისათვის იმღერეს: ნანი ბრეგვაძემ, ვახტანგ კიკაბიძემ, თამარ გვერდწითელმა და რუსმა ვარსკვლავებმა. კულმინაცია კი იყო რეპერი მედკონი, რომელმაც თავისი ჰიტი Beggin შეასრულა.

56 წლის სერგეი სარქისოვი რუსი მილიარდერია, რომელიც შარშანდელი მონაცემებით, Forbes-ის სიაში 106 ადგილს იკავებდა. სარქისოვა-მახარაძის წყვილი ამჟამად კალიფორნიაში ცხოვრობს.

თამუნა ნემსიწვერიძე - ირაკლი არშბა

2007 წლის ვიცე-მის საქართველოს ტიტულის მფლობელმა თამუნა ნემსიწვერიძემ 2009 წელს, მოსკოვში მცხოვრებ ირაკლი არშბაზე იქორწინა. თამუნას და ირაკლის ქორწილზე სტუმრები საქართველოდან ჩავიდნენ, მათ შორის იყვნენ თამუნას მეგობრებიც. ირაკლი არშბა რუსეთის დუმის მილიარდელი დეპუტატის ოთარ არშბას ვაჟია. ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთ-ერთი უმსხვილეს რუსულ სამთო-მეტალურგიულ კომპანიასთან, "ევრაზჰოლდინგთან". საერთაშორისო კვლევითი ცენტრის International Iron and Steel Institute-ის მონაცემებით, "ევრაზ ჯგუფი" (ყოფილი "ევრაზიაჰოლდინგი") მსოფლიოში მე-14 უმსხვილესი კომპანიაა მეტალურგიის სფეროში და რამდენიმე წლის წინ მისი კაპიტალიზაცია 42 მილიარდ დოლარს შეადგენდა. სხვა აქციონერებს შორის, "ევრაზ ჯგუფის" ერთ-ერთი მსხვილი აქციონერია რომან აბრამოვიჩიც. რაც შეეხება საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში ოთარ არშბას ბიზნესცენტრებს, არაოფიციალური მონაცემებით ცნობილია, რომ ბათუმში სავაჭრო სახლის, სასტუმროსა და რესტორნების ქსელის მფლობელია მისი მეუღლე მარინა ზენაიშვილი. დეპუტატის მეუღლის სახელს უკავშირდება ასევე "სახალხო აფთიაქის" და ყოფილი "სახალხო ბანკის", ამჟამად კი "ლიბერთი ბანკის" აქციების გარკვეული წილი.

თამუნამ და ირაკლიმ დაქორწინება მოკლე დროში გადაწყვიტეს და მყარი ოჯახი აქვთ. წყვილი რუსული ელიტური საღამოების სასურველი სტუმარია. მათ ორი შვილი ჰყავთ.

გიორგი ოქრიაშვილი - ნინო ქურიძე

ქართველი პარლამენტარის და ბიზნესმენის, კახა ოქრიაშვილის ვაჟი გიორგი ერთი წლის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული ნინო ქურიძეა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი მცხეთაში რესტორან "გუჯარში" გადაიხადა. ხელი "რედისონში" მოაწერეს, ჯვარი კი სვეტიცხოველში დაიწერეს. ნინოს და გიორგის ქორწილში დაცული იყო დრეს კოდი. ქორწილს უამრავი უცხოელი სტუმარი ესწრებოდა, სტუმრებს შორის იყვნენ ქართველი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები. მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

წყვილი ამჟამად ბავშვს ელოდება.

გიორგი ფიფია - ანანო მიქაძე

"დინამოს" მფლობელის ვაჟმა გიორგი ფიფიამ 2013 წელს მოცეკვავე ანანო მიქაძეზე იქორწინა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი თბილისში გადაიხადა. ანანო და გიორგი საქართველოში ცხოვრობენ. მილიონერის რძალმა ცეკვას თავი დაანება და მთელ დროს ოჯახს და სამსახურს უთმობს. ანანო მიქაძე "ჰაიდელბერგცემენტში" პიარ-სამსახურის თანამშრომელია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

როდიდან გაიზრდება მინიმალური ანაზღაურება საქართველოში  - 23 ათასზე მეტ ადამიანს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს

რას ამბობს მეუფე იოანე მღვდლის განცხადებაზე, რომ მეუფე ზოსიმემ მასზე სექსუალური ძალადობა სცადა

სად მიდის რესტორნებში მორჩენილი საკვები საქართველოში?