10 ადგილი საქართველოში, რომელიც უცხოელ ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარულია

10 ადგილი საქართველოში, რომელიც უცხოელ ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარულია

ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ არის მიჩნეული და ყოველწლიურად ვითარდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს საქართველოში უცხოელი სტუმრების განსაკუთრებული სიმრავლეა. როგორც წესი, ისინი ჩვენი ქვეყნის სილამაზით მოხიბლულნი რჩებიან. რომელ ადგილებს სტუმრობენ ყველაზე ხშირად ტურისტები და საერთაშორისო ვიზიტორები? - ამის შესახებ ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოგვაწოდა:

1. ბათუმი

ყველაზე მეტი სტუმარი აჭარის უმშვენიერეს ქალაქს - ბათუმს ჰყავს. ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამ ქალაქში ტურისტები უამრავ სიძველეს ხვდებიან, აქ არის მუზეუმები, რომელთა ექსპონატებიც ქვის ხანით თარიღდება. ბათუმში და საერთოდ, აჭარაში, განვითარებულია ტურიზმის თითქმის ყველა სახეობა, აქვე შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვება, რაც უამრავ ორნითოლოგს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

2. თბილისი

ძალიან ბევრი სტუმარი ჰყავს საქართველოს დედაქალაქსაც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევის მიხედვით, თბილისი ამ მხრივ მეორე ადგილს იკავებს ბათუმის შემდეგ. აქ მთელი წლის განმავლობაში ათასობით საერთაშორისო ვიზიტორი და ტურისტი შემოდის, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. სტუმრებს განსაკუთრებით იზიდავს ძველი თბილისი - ორიგინალური, ვიწრო ქუჩებით, ისტორიული ადგილებითა და ეკლესია-მონასტრებით.

3. ქობულეთი

ბალნეოლოგიური კურორტი ქობულეთი, აჭარის კურორტებისაგან განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა. ის კოლხეთის დაბლობზე, ქალაქ ბათუმიდან 25 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთის კურორტებიდან ყველაზე ახლოს არის ზღვასთან. კურორტის ძირითად სამკურნალო ნიშას შავი ზღვის თბილი და ტენიანი კლიმატი წარმოადგენს. ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია.

4. მცხეთა

საქართველოს უძველეს დედაქალაქს, მცხეთას, ყოველ წელიწადს უამრავი ადამიანი სტუმრობს. ტურისტებს ყველაზე მეტად ამ ქალაქის ისტორიული სიძველეები იზიდავს. გამორჩეული მდებარეობა, ულამაზესი რელიეფი, უძველესი ძეგლები - ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ ღირსებებისა, რომლითაც მცხეთა უცხოელ სტუმრებს ხიბლავს განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი