"13 წლის ნანატრ, ერთადერთ შვილს ღმერთი არ წამართმევს" - უმძიმესი დიაგნოზი და დედა, რომელიც 23 წლის ვაჟის გადარჩენისთვის იბრძვის

"13 წლის ნანატრ, ერთადერთ შვილს ღმერთი არ წამართმევს" - უმძიმესი დიაგნოზი და დედა, რომელიც 23 წლის ვაჟის გადარჩენისთვის იბრძვის

არაფერია მძიმედ ავადმყოფი შვილის დედასთან შეხვედრაზე მძიმე, ცრემლით ამოშავებული თვალების დანახვაზე საკუთარი უძლურება გახრჩობს - როცა ნუგეშის გარდა არაფერი შეგიძლია... თუმცა რა ნუგეშმა უნდა გაჭრას 23 წლის გიორგი წიკლაურის დედასთან, რომელსაც ერთი კვირის წინ ყველა შენატროდა, - რა კარგი შვილი გყავსო; ახლა თავად შენატრის ყველას, რადგან მათ ჯანმრთელად ჰყავთ შვილები; მის ერთადერთ გიორგის კი საწოლიდან წამოდგომა უჭირს, - ექიმებმა მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.

მობუზული ველოდებოდი საავადმყოფოს მისაღებში გიორგის დედას, ნათელა წიქარიშვილს… თავად გიორგისთან პალატაში არ ამიშვეს და დედამისი უნდა ჩამოსულიყო ჩემთან... მალევე გამოჩნდა, დარდით განახევრებული, შრომით დაღლილი ხელები კალთაზე დაიწყო და ტკივილიანი თვალებით მომაჩერდა...

- გიორგი როგორ არის, იცის დიაგნოზი?

- იცის, თავად უნდოდა რომ სცოდნოდა. ყოველთვის ასეთი იყო, - ყოველთვის ყველაფრის ცოდნა უნდა.

- მერე?

- რომ მოისმინა, ჩემკენ გამოიხედა: ნუ გეშინია, დედა, გავუძლებთო! ვიდრე მას ეტყოდნენ, მე დამიძახა ექიმმა: - შენი შვილის სისხლის ანალიზის შედეგები მივიღეთ, არ არის კარგი ამბავი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, უნდა გითხრა, მწვავე ლეიკემია აქვსო. უცებ დამებინდა გონება, არ მახსოვს ექიმი რას მელაპარაკებოდა, ბოლოს რასაც მოვკარი ყური ეს სიტყვები იყო: შენი შვილი მეც არ მემეტება ამისთვის, მაგრამ რადგან ასეა, ახლა ტირილის დრო არ არის, გიორგის სიცოცხლე დღეებზე კი არა, შეიძლება საათებზე და წუთებზეც არის დამოკიდებული, მაგრამ შველა შეიძლება, სასწარფოდ უნდა მოვაძლიეროთ და ქიმიის პროცედურები დავიწყოთო. სიტყვა "ქიმიამ" სულ მომკლა... ეს როგორ უნდა მომხდარიყო, რა მოუვიდა ჩემს შვილს, - 13 წლის განმავლობაში ვნატრობდი, 13 წელი ვეხვეწებოდი უფალს, - შვილი მაჩუქე-მეთქი და როცა მაჩუქა, ისე გამოვზარდეთ მე და მამამისმა, რომ მისი ჯანმრთელობისთვის მისხალი არაფერი დაგვიკლია...  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი