ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ

ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ

ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ, რომლესაც ამბები.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდა საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია თაბაგარი. "ქრონიკის" თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ ყოვლად მიუღებელია არსებულ ვითარებაში, წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება და არ არსებობს რაიმე ობიექტური მიზეზი ასეთი რადიკალური ზომის მისაღებად. მიგვაჩნია, რომ საკადრო ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდში ეჭვქვეშ დააყენებს არხის და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობას და სიტყვის თავისუფლების ხარისხს ტელეკომპანია "იმედში" -ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საინფორმაციო სამსახურის უუროსად ჟურნალისტი ნანა ლეჟავა დაინიშნა.

რა გახდა მეტრო "ვარკეთილში" დაკვამლიანების მიზეზი - "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" განმარტება

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მაღაზიაში შემთხვევით ნივთი გაგიტყდათ?

"ყველა ვარიანტს განვიხილავ, გარდა ტარიფის ზრდისა" -  გაძვირდება  თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა