მშობიარობა საკეისროს შემდეგ - ცნობილი გინეკოლოგის რჩევები ქალებს

მშობიარობა საკეისროს შემდეგ - ცნობილი გინეკოლოგის რჩევები ქალებს

ჯანდაცვის სამინისტროს კვლევების შედეგად გამოირკვა, რომ საქართველოში საკეისრო კვეთების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი - 37%-ია, ამის მიზეზად კი სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ. ამ საკითხზე სასაუბროდ ამ სფეროში საკმაოდ გამოცდილ ადამიანს მივმართეთ - თბილისში ცნობილ მეან-გინეკოლოგს, მედიცინის დოქტორს, პროფესორს, ბატონ ამირან ქორიძეს.

ბატონი ამირანი წლებია უშუალოდ არის ჩართული საქმეში და ბევრი სიცოცხლე დაბადებულა მის ხელში. ბევრ ცნობილ ქალბატონსაც უმშობიარია მასთან. ისეთმა ვარსკვლავებმა ანდეს საკუთარი ჯანმრთელობა და შვილების ბედი, როგორებიც არიან ნინი ბადურაშვილი, ნინო ანანიაშვილი, გოგოლა კალანდაძე, ხატია სიჭინავა და სხვები.

- ფიზიოლოგიური მშობიარობაა ზის როგორც ქალის, ასევე ახალშობილის ბუნებაში. ბავშვმა უნდა გაიაროს სამშობიარო გზები, რის შემდეგაცდ უფრო მომზადებული ხვდება ახალ გარემოს. მაგრამ, არც ექიმისთვის და არც პაციენტისთვის თვითმიზანი არ უნდა იყოს ის, რომ ქალმა მაინცდამაინც ბუნებრივად იმშობიაროს. როდესაც ყველაფერი მიდის ნორმის ფარგლებში და არ გვაქვს რაიმე გართულება, არ ვდგავართ რაიმე სახის რისკის წინაშე, რასაკვირველია, კარგია ფიზიოლოგიურად მშობიარობა. მით უმეტეს რომ, ამ დროს თავად ქალი მონაწილეობს ბავშვის დაბადებაში, რაც მას თავდაჯერებულობას ჰმატებს, საკეისრო კვეთის დროს კი ამას მოკლებულნი არიან დედები. გარდა პირადი გადაწყვეტილებისა, არსებობს ეროვნული გაიდლაინები და პროტოკოლები, სადაც გაწერილია, რა ჩვენების დროს უნდა გაკეთდეს საკეისრო. საკეისრო კვეთა შეიძლება ჩატარდეს როგორც დედის, ასევე ბავშვის ჩვენებით, როდესაც ერთს ან მეორეს რაიმე გართულება აქვს, უმჯობესი ხდება რისკების თავიდან ასაცილებლად ამ გზით მოევლინოს ბავშვი ქვეყანას.

- არსებობს მოსაზრება, რომ საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვები უფრო რთული გასაზრდელები არიან, ხშირად ავადმყოფობენ და ა.შ., ვიდრე ფიზიოლოგიური გზით მოვლენილები... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი