"ცხოვრებაში პირველად ჩავიცვი საცურაო კოსტიუმი, ბავშვობის მერე არ მცმია..." - "მის დეკოლტეს" გულ-ახდილი ინტერვიუ სკანდალური კონკურსის შემდეგ

"ცხოვრებაში პირველად ჩავიცვი საცურაო კოსტიუმი, ბავშვობის მერე არ მცმია..." - "მის დეკოლტეს" გულ-ახდილი ინტერვიუ სკანდალური კონკურსის შემდეგ

23 ივნისს, თბილისში კონკურსი "მის მკერდი 2016" გაიმართა. გამარჯვებული 18 წლის ნინო გოგავა გახდა, 5 ზომა მკერდით, "ვიცე მის მკერდის" ტიტული ანა მარიდაშვილს მიენიჭა, "მის დეკოლტე" კი ჟურნალისტი ნინო ჭელიძე გახდა. თუმცა, კონკურსს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. ნინო ჭელიძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: "ისეთი ტიტული მაქვს საქართველოში მეორეს არავის ექნება. ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ". როგორც გაირკვა, ლენტზე, რომელიც გამარჯვებულს გაუკეთეს, "მის დეკოლტეს" ნაცვლად "მისს დეკოდტე" ეწერა.

კონკურსის ერთ-ერთ მონაწილე ნინო ჭელიძეს დავუკავშირდით და დავინტერესდით, თუ რატომ გდაწყვიტა მონაწილეობის მიღება კონკურსში და რას ფიქრობს მის შედეგებზე:

"კონკურსზე ჩემთან ერთად ბევრმა გადაიღო სურათი და მერე ერთი ამბავი რომ ატყდა, გადმოვიღე ლენტი და მერე ვნახე რომ დეკოლტეს ნაცვლად ეწერა დეკოდტე. შეიძლება ამ შეცდომაზე გაიცინო კიდეც, მაგრამ შეურაცხმყოფელი კომენტარები იყო ძალიან ბევრი და ამაზე ძალიან გავბრაზდი. ორგანიზატორებმა ბოდიში მომიხადეს, თუმცა ორგანიზატორებს ეს ჯილდოები არ უნახავთ, ისინი მთელი დღე მონაწილეებთან ერთად იყვნენ და რეალურად ამ შეცდომაზე პასუხისმგებელი ის ფირმაა ვისაც ამ ლენტების დამზადება დაუკვეთეს. მგონი, კარგი იქნება, ეს ფირმა ბოდიშს თუ მოიხდის, რადგან მათი შეცდომის გამო ვილანძღები მე, არადა მე რა შუაში ვარ ვერ ვხდები.

გამომდინარე მოთხოვნებიდან (მაგ: მკერდის ზომა), რომლებსაც სრულყოფილად ვაკმაყოფილებდი, ვფიქრობდი რომ რაღაც ნომინაცია აუცილებლად შემხვდებოდა და შემხვდა მესამე ადგილი. თუმცა, კონკურსში გამარჯვების გამო არ მიმიღია მონაწილეობა, ჩემს მონაწილეობას სოციალური დატვირთვა ჰქონდა.

- რატომ გადაწყვიტე კონკურსში მონაწილეობის მიღება?

- კონკურსის შესახებ ტელევიზიით შევიტყვე. კონკურსის მიზანი იყო რომ დახმარებოდნენ მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალებს (სამწუხაროდ, გარკვეულ მიზეზთთა გამო, ეს არ გამოვიდა) და მოსახლეობაში გაეზარდათ ანორექსიის შესახებ ცნობადობა, რადგან ანორექსია არის ძალიან ცუდი დაავადება და რეალური პრობლემაა. სამწუხაროდ საქართველოში ამის შესახებ ცოტას საუბრობენ, დამკვიდრებულია ერთი სტანდარტი, ამით ხდება ქალების შეფასება და ეს არის დაუშვებელი. ხშირია, როდესაც ვიღაცას ეუბნებიან (ბოდიშს მოვიხდი პირდაპირობისათვის) - "რა ძროხასავით გამოიყურები", ამ ნათქვამის გამო გოგონები კომპლექსდებიან, იწყებენ საშინელ დიეტებს და ეს ყველაფერი ძალიან ხშირად სრულდება ანორექსიით.

სწორედ ამ ყველაფრის გამო გადავწყვიტე და მივიღე მონაწილეობა, თორემ მე არც იმ ასაკში ვარ სამოდელო კარიერა დავიწყო და არც იმ პარამეტრებს ვაკმაყოფილებ, რაც სამოდელო ბიზნესში ჩართულ ადამიანს ჭირდება. მე მონაწილეობა მივიღე რათა საზოგადოებამ ნახოს, რომ ჩემნაირი ქალიც მისაღებია საზოგადოებისათვის. მე იმ ქალებს მივუძღვენი ჩემი გამოსვლა ვისაც წონის გამო დასცინიან. ცხოვრებაში პირველად ჩავიცვი საცურაო კოსტუმი, ბავშვობის მერე არ მცმია, მეტსაც გეტყვით ზღვაზე არ დავდივარ, საცურაო კოსტუმიც არ მქონდა და სპეციალურად კონკურსისათვის შევიძინე. სხვათაშორის, ევროპაში ძალიან პოპულარულია ე.წ. "პუტკუნების" კონკურსები და ჩემი აზრით კარგი იქნება, თუ ეს ჩვენთანაც ჩატარდება, რადგან ქალის სილამაზეს არ აქვს პარამეტრები, ყველა ქალი ძალიან ლამაზია. ქალები თავს მოხვეული სტერეოტიპებით არ უნდა იყვნენ დაკომლექსებული

- როგორი იყო საზოგადოების გამოხმაურება?

- რა თქმა უნდა ბევრნაირ რეაქციას ველოდი. სოციალურად აქტიური ადამიანი ვარ, ჩართული ვარ სოცქსელებში და ვიცი, ასეთ კონკურსებს რა გამოხმაურებაც მოჰყვება ხოლმე. ამ თემასთან დაკავშირებით თითქმის ყველა კომენტარს ვკითხულობ და ვინც ამაზე ჯანსაღი იუმორით წერს, მეც ვცდილობ იუმორითვე ვუპასუხო და იუმორზე არც მაქვს აგრესია, პირიქით. მაგ: ერთმა ადამიანმა დაწერა - მის ბომბორააო და ძალიან ბევრი ვიხალისე ამ კომენტარზე. ცხადია, ყველასთვის მოსაწონი და ლამაზი ვერ ვიქნები და კრიტიკასაც ვცდილობ სწორად შევხვდე.

- შენი ოჯახის წევრებს რა რეაქცია ჰქონდათ შენს გადაწყვეტილებაზე?

- მამიდა, რომელიც სოფელში ცხოვრობს თითქმის ყოველდღე მირეკავდა და ძალიან მგულშემატკივრობდა. მამაჩემსაც რომ ავუხსენი, რა მიზნით ვიღებდი მონაწილეობას, არავითარი პრობლემა არ ჰქონია. ჩემი მეგობარი მამაკაცები ყველა ჩემი გულშემატკივარი იყო და მაქსიმალურად გვერდში მედგნენ.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი