"ეს ხატი არის ჩემი მშობლების ხატი..." - პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ოჯახზე ემოციური ისტორია გაიხსენა

"ეს ხატი არის ჩემი მშობლების ხატი..." - პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ოჯახზე ემოციური ისტორია გაიხსენა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ყოველთა წმინდათა დღე მიულოცა. პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას იმ ხატის ისტორია გაიხსენა, რომელიც მის მშობლებს ეკუთვნოდა.

"დღეს არის ყოველთა წმინდათა დღესასწაული. ეს არის ზეიმი ცათა და ქვეყანისა. ყველა ზეიმობს როგორც სასუფეველში, ისე დედამიწაზე, ამიტომ ყოველი ჩვენგანი უნდა შეევედროს ყოველთა წმინდათა, რათა მშვიდობა იყოს. თქვენს წინაშე დასვენებულია საქართველოს დიდების ხატი. ეს ხატი არის ჩემი მშობლების ხატი. მე დაბადებულიც არ ვიყავი, როდესაც ეს ხატი ჩემს ოჯახში იყო და ყოველ დილა-საღამოს ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები ლოცულობდნენ ამ ხატის წინაშე. რამდენი წმინდანიც არის ხატზე, იმდენ მუხლს მოიყრიდა მამაჩემი და შეევედრებოდა მშვიდობას და სიკეთეს.

ეს ხატი განსაკუთრებულია იმითაც, რომ მე მყავს გარდაცვლილი უფროსი ძმა თეიმურაზი. როცა ის ავად იყო და იწვა ლოგინში, დამიძახა მე და მეუბნება, ირაკლი, შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთანო. ვინ მეთქი და წმინდა ნინოო. წმინდა ნინო გამოეცხადა მას გარდაცვალების წინ. ძმა გამომეცხადა მე და ვკითხე, ლოცულობ ჩემთვის მეთქი და მითხრა, ვლოცულობო. მაჩვენა ამ ხატზე და თქვა, რომ ეს ხალხი, ეს ეზო, ყველა ლოცულობსო", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ მან გრიგოლიებისა და სუთიაშვილის გვარები და ასევე ის აბიტურიენტები დალოცა, რომლებიც წელს უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი