"თავდაპირველი კომენტარი ცხელ გულზე გავაკეთე" - რა განმარტებას აკეთებს არქიმანდრიტი გაბრიელი პატრულის მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე

"თავდაპირველი კომენტარი ცხელ გულზე გავაკეთე" - რა განმარტებას აკეთებს არქიმანდრიტი გაბრიელი  პატრულის მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე

ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარ გაბრიელ კახელიშვილის ინფორმაციით, სამართალმდამცველების მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

როგორც კახელიშვილმა "ამბები.გე"-ს განუცხადა, მან თავდაპირველი კომენტარი, რომელშიც პოლიციას ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებდა, "ცხელ გულზე, აფექტურ მდგომარეობაში" გააკეთა.

"ცუდად გამომივიდა. სინამდვილეში არ ყოფილა არანაირი ფიზიკური დაპირისპირება და რაიმე ხელჩართული ბრძოლა. უბრალოდ მანქანაში ჩასმის დროს, ხელები შებოჭილი მქონდა და სისწრაფისგან მოხდა ისე, რომ მივარტყი თავი", - განაცხადა კახელიშვილმა.

შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის ინფორმაციით, არქიმანდრიტი საზოგადოებას ბოდიშს უხდის. ინფორმაციას ამის შესახებ შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"არქიმანდრიტი გაბრიელი თავს ძალიან უხერხულად გრძნობს და ბოდიშს იხდის საზოგადოების წინაშე მომხდარი ინციდენტის გამო. ასევე თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, ნუ მოძებნიან ამ სიტუაციაში მტყუან-მართალს, რადგან აღნიშნული მხოლოდ კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მრწამსს და მორალს", - ნათქვამია განცხადებაში.

ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარმა მამა გაბრიელ კახელიშვილმა სამართალდამცველები ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაბრიელ კახელიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი