თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა იწყება. ტერმინალის საფუძვლის ჩაყრის ღონისძიებას ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, "ტავ ჰოლდინგის" პრეზიდენტი სანი შენერი, "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი ქეთევან ალექსიძე, "ტავ ჯორჯიას" ხელმძღვანელობა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, აეროპორტის გაფართოების საჭიროება მგზავრთა ნაკადის ზრდამ გამოიწვია, ვინაიდან 2015 წელს მგზავრთა რაოდენობამ 1 800 000 გადააჭარბა. ახალი მოფრენის ტერმინალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს უკვე 2017 წლის ბოლოდან მოემსახურება. ახალი ტერმინალის ფართობი 12 000 კვ. მ. იქნება და მშენებლობაზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი