რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა მომდევნო დღეებში სპეციალური რეჟიმით განხორციელდება

რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა მომდევნო დღეებში სპეციალური რეჟიმით განხორციელდება

რიკოთის საავტომობილო გვირაბში გადაუდებელი პროფილაქტიკური (გაწმენდისა და შეღებვის) სამუშაოების გამო, 27, 28, 29 და 30 ივნისს, ღამის 00:00–დან დილის 07:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. მოძრაობა რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე გადაერთვება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი