ვისი სახის ნაკვთები გამოძერწა ელგუჯა ამაშუკელმა ვახტანგ გორგასლის ძეგლის შექმნისას

ვისი სახის ნაკვთები გამოძერწა ელგუჯა ამაშუკელმა ვახტანგ გორგასლის ძეგლის შექმნისას

პროფესიით ჰიდროინჟინერი გეიდარ ფალავანდიშვილი საზოგადოების დიდ ნაწილს, როგორც მსახიობი, ისე დაამახსოვრდა. "ალავერდობა", "ვედრება", "ფერიცვალება", "ჯვარცმული კუნძული" და "მთვარის მოტაცება" ის ფილმებია, რომელშიც 1962-1973 წლებში გადაიღეს. მან და მარინე რჩეულიშვილმა ოჯახი 20-21 წლის ასაკში შექმნეს. რჩეულიშვილების სიძე მას შემდეგ გახდა, რაც გაგრაში, გურამ რჩეულიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. დღეს კი მათი ბინის მისაღებ ოთახში გურამ რჩეულიშვილის, გეიდარ ფალავანდიშვილისა და მათი წინაპრების ფოტოებია გამოფენილი. მასპინძლობა გეიდარის მეუღლემ, მარინემ და შვილმა - გურამმა გამიწიეს...

გურამი:

- მამა 1937 წლის პირველ ივლისს დაიბადა. მამამისი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი 30 წლის განმავლობაში ფიზკულტურის ინსტიტუტის რექტორი იყო. სამწუხაროდ, ახალგაზრდა, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამას და, დალი ფალავანდიშვილი (ლიკა ქავჟარაძის დედა) ისევე გამოირჩეოდა სილამაზით, როგორც დედამისი - ლია ციციშვილი.

მამა ბავშვობაში ჟღალი ყოფილა და მეც ჟღალი ვიყავი. მისი ოჯახი მელიკ აზარიანცის სახლში ცხოვრობდა. პირველი სკოლა დაამთავრა, საიდანაც არაერთი მეგობარი შემორჩა: კოკა იგნატოვი, გიორგი შენგელაია, დათუნა მაჭავარიანი და სხვები. იმ პერიოდში ხალხი ტელევიზორს ისე არ იყო მიჯაჭვული, როგორც დღეს, ამიტომ მამას და მისი მეგობრების ძირითადი საქმე ქუჩაში სეირნობა, შეხვედრები და საუბარში დროის გატარება იყო. კარგი წრე ჰყავდა. ისინი რაინდობის, ვაჟკაცობისა და ურთიერთპატივისცემის მაგალითები იყვნენ.

მამაჩემს ზედსიძედ ცხოვრებამ მოუწია. დედას ძმა, გურამ რჩეულიშვილი რომ გარდაიცვალა, დედ-მამას სწორედ იმ პერიოდში ჰქონდათ ქორწინება გადაწყვეტილი, მაგრამ იმ ტრაგიკული ამბის შემდეგ, ქორწილი ერთი წლით გადადეს. დაოჯახების შემდეგ, დედა სახლიდან არ გადასულა და მამა მეუღლის სახლში მოვიდა.

- ასე თავად გადაწყვიტა თუ მეუღლემ ან მისმა მშობლებმა სთხოვეს?

- არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მამას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა სახლში. არავის ახსოვს, რომ მას ბებია-ბაბუასთან კონფლიქტი ჰქონოდა ან ხმამაღალი სიტყვა ეთქვა. ვერაზე ვცხოვრობდით, მაგრამ მერე ბინა მივიღეთ და დედა, მამა, მე და ნინო საცხოვრებლად საბურთალოზე გადავედით. სამ კვირაზე მეტი ვერ გაძლეს, ისევ დედას მშობლებთან დაბრუნდნენ და ჩვენც წამოგვიყვანეს.

პაპა ბიოლოგი იყო, აკადემიკოსი. ბებია ოჯახს უვლიდა და საკუთარ თავზე აიღო ჩემი მოვლა-აღზრდის ფუნქცია. ვინაიდან ბიძაჩემის, გურამის სახელი დამარქვეს, მშობლები ფიქრობდნენ, რომ ჩემზე ზრუნვა შვილმკვდარ ქალს დარდს ერთგვარად შეუმსუბუქებდა და შვილიშვილი სადმე რომ გადასულიყო, მისთვის დიდი ტრავმა იქნებოდა. ცოლი რომ მოვიყვანე, მაშინაც კი არსად წავსულვარ, ბებია-პაპას გვერდით ვცხოვრობდით. ვინაიდან რჩეულიშვილების სახლში ვიზრდებოდი და მათ გარემოცვაში ვტრიალებდი, ისეთი მჭიდრო ურთიერთობა და მისვლა-მოსვლა არ მქონდა ფალავანდიშვილებთან, როგორიც დედის ნათესავებთან.

მარინა რჩეულიშვილი:

- ერთმანეთი ბაკურიანში გავიცანით. მაშინ 18 წლის ვიყავი. იქ ჩემს ძმასთან და მის მეგობრებთან ერთად ვიყავი. ერთ დღეს დავინახე გეიდარი, რომელიც თხილამურებზე იდგა, ძალიან კარგად სრიალებდა და რა თქმა უნდა, მომეწონა. საღამოს ჩემს მეგობართან შევხვდი, ბუხრის პირას ვისხედით, ვცეკვავდით. მეორედ უკვე ჩვენთან მოვიდა. თბილისში რომ წამოვედით, კიდევ უფრო დავახლოვდით. ჩემი ძმა რომ დაიღუპა, ჭირისუფლობის ჟამს გეიდარი გვერდით დაგვიდგა. შეიძლება ითქვას, რომ დედას გადარჩენაში მან დადებითი როლი შეასრულა და მდგომარეობიდან გამოიყვანა. ისიც, როგორც თავის შვილს, ისე ჩაეხუტა და მიეფერა. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი