ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვთა ახალ კლინიკაში მომხდარ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვთა ახალ კლინიკაში მომხდარ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში მოკვლევა დაიწყო. მოკვლევა ხორციელდება მოქალაქე მაგდა კალანდაძის განცხადების საფუძველზე, რომლის პირად გვერდზე გავრცელებულ პოსტს ექიმების გულგრილობასა და არაკვალიფიციურობასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში რეზონანსი მოჰყვა.

კალანდაძეს გამოეხმაურა კლინიკის ადმინისტრაციაც. კლინიკა მოქალაქეს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს და შესაბამისი ზომების მიღებას აპირებს:

"ჩვენი კლინიკა მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა დაიცვას თავისი საქმიანი რეპუტაცია და არ დაუშვას უპასუხისმგებლო პირთა მხრიდან ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით კლინიკისა და მისი სამედიცინო პერსონალისათვის ზიანის მიყენება", - ნათქვამია ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის განცხადებაში.

როგორც ფაქტთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, საქმეზე მოკვლევის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი:

"მოქალაქე მაგდა კალანდაძის განცხადების საფუძველზე, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახემწიფო რეგულირების სააგენტო შესულია ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში და საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა. სანამ საბოლოოდ არ დავასრულებთ მოკვლევას, მანამდე ვრცელ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ამ წუთებში ვსწავლობთ ქეისებს", - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი