საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოში მე-11 გუნდია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოში მე-11 გუნდია

27 ივნისს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრები მე-11 ადგილზეა. "ბორჯღალოსნებს" 75,23 რეიტინგით ისტორიული ადგილი უკავიათ. მათ გაუსწრეს იაპონიას, ხოლო ფიჯიმ მე-10 ადგილი შეინარჩუნა.

საქართველოს ნაკრები არასოდეს ყოფილა ასე მაღლა მსოფლიო რეიტინგში.

"არც ისე ბევრ ნაკრებს შეუძლია ფიჯი ლელოს

გარეშე დატოვოს. აი, საქართველომ კი ეს შეძლო და წყნარი ოკეანის ტურნე წაუგებლად დაასრულა. "ლელოებმა" ფიჯის მშობლიურ სუვაში მოუგეს - 14:3", - წერს მსოფლიო რაგბის საიტი.

ათეულში მთავარი ცვლილება საფრანგეთმა შემოგვთავაზა, რომელმაც ორი ადგილით წაიწია წინ და მე-7 ადგილზე გადავიდა. არგენტინის ნაკრები 4 ადგილით დაქვეითდა და ბოლო 15 თვის განმავლობაში ყველაზე დაბლაა რეიტინგში - მეცხრეა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი