რა ხდებოდა აეროპორტში, სადაც დაუმარცხებელი "ბორჯღალოსნები" დაბრუნდნენ

რა ხდებოდა აეროპორტში, სადაც დაუმარცხებელი "ბორჯღალოსნები" დაბრუნდნენ

როდესაც მორაგბეთა ეროვნული გუნდი ოკეანეთის ტურნეზე გამეგზავრა, ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც ვერ იფიქრებდა, თუ დაუმარცხებლად ჩამოსული ბიჭების დასახვედრად მოუწევდათ აეროპორტში მოსვლა. კი ბატონო, "ბორჯღალოსნებისაგან" ზედმეტად ვარ გამარჯვებით გათამამებული, მაგრამ გარკვეული ობიექტური მიზეზთა გამო ორ მოგებას და ერთ ფრეს (არადა ისიც თითქმის მოგებული თამაში იყო) არავინ ველოდით. ის დანამდვილებით ვიცოდით რომ ბიჭები ღირსეულად გამოვიდოდნენ, მაგრამ ტონგას და მით უფრო ფიჯის დამარცხება ცოტა ფანტაზიის ნაყოფად გვეჩვენებოდა, თუმცა ამ გუნდის ქომაგობა ზუსტად ამიტომაა მაგარი რომ ყოველთვის სიურპრიზებს გვიწყობენ და რაც მთავარია, სასიხარულო სიურპრიზს.

არასოდეს დამავიწყდება 2012 წელი, საქართველოს მწვრთნელის რაგნგში მილტონ ჰეიგის პირველი მატჩი ესპანეთში და მარცხი მასპინძლებთან. მაშინ ბევრმა დაიწყო მწვერთნელის დაბალ კვალიფიკაციაზე ლაპარაკი და ნაკრებისთვის ახალი თაკაცს დროულად მოყვანას მოითხოვდნენ, თუმცა რაგბის კავშირის სასახელოდ უნდა ითქვას არც ხმებს აჰყოლიან და დასახული კურსისთვის ნაბიჯითც არ გადაუხვევიათ და შედეგიც სახეზეა, რომ არა მილტონ ჰეიგი რთული სათქმელია რა იქნებოდა 2015 წლის მსოფლიოს თასი და რა იქნებოდა ოკეანეთის ისტორიული ტურნე.

დღეს ბიჭები დაბრუნდნენ. კარგია რომ გულშემატკივარი დახვდა (უფრო მეტი უკეთესი იქნებოდა), მართალია ეს ბიჭები ისე სჩადიან გმირობას რომ ამისთვის არავის არაფერს სთხოვენ, გმირობა სისხლში აქვთ გამჯდარი, მაგრამ ჩვენი მხრიდან გამოხატული სიყვარული ძალიან უხარიათ. პრინციპში მეტს ხომ არც არაფერს ითხოვენ ჩვენგან, გულშემატკივრობას და სანაცვლოდ ყველაფერს დებენ მოედანზე, იქ სადაც "ბორჯღალოსანის" დამარცხება შეუძლებელია.

ეს ყველაზე უხმაურო და უპრეტენზიო ხალხია, კი ბატონო ყოველი მეორე გამოცემა მათზე წერს, მაგრამ ეს ამ ბიჭების მოთხოვნა არაა. ამ მაგარი ხალხის გამარჯვებები ხმაურობს, თან ძალიან.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ რთულად თუ ვინმე იფიქრებდა რომ ბორჯღალოსნების დასახვედრად ამდენი ხალხი მოვიდოდა აეროპორტში, თუმცა ამაზე რთული საფიქრებელი ის იყო, რომ ათასობით ადამიანი დილის 5 საათზე რაგბის საყურებლად გაიღვიძებდა, მაგრამ როცა გამარჯვებას ელოდები დროს არავითარი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენთვის, დიდი რაგბი ნოემბრამდე დასრულდა, თუმცა ნოემბერში ისეთი თამაშები გველის, დროა უკვე მზადება დავიწყოთ. ჯერ სამოა - იაპონიას ვმასპინძლობთ და მერე , შოტლანდიაში ადგილობრივ, ძალიან ძლიერ ნაკრებს ვსტუმრობთ. როდესაც ფეხბურთზე ვსაუბრობთ ხშირად გაგვიგია - ბურთი მრგავლია და ყველაფერი შეიძლება მოხდესო. რაგბში ბურთი ოვალურია და როგორც წესი მოულოდნელობები იშვიათია, მაგარმ ეს წესი საქართველოს ნაკრებზე არ ვრცელდება (ამის ნათელი დადასტურებაა ოკეანეთის ტურნე), ამიტომ შოტლანდიის გუნდს გულდამშვიდებულად ყოფნას არ ვურჩევ, დარწმნებული ვარ ეს ჩემზე უკეთ იციან და გაითვალისწინებენ.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ თავდადებულ კაცებს, ყველა გახარებული წამისთვის. ჩვენ ძალიან ვამაყობთ თქვენით და გვჯერა, ტრადიცია, როდესაც რაგბი და გამარჯვება ერთია, აუცილებლად, უსასრულოდ გაგრძელდება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი