უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება სადგურ ლილოს, ლილოს დასახლებას, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, კახეთის გზატკეცილს (ნაწილობრივ), ორხევის დასახლებას, ვარკეთილის მეურნეობას, ქიზიყის და თვალჭრელიძის ქუჩებს, ხეხილ-სანერგე მეურნეობას, ლოტკინის სანერგე მეურნეობას, სამღერეთის, ინტერნატის, ფილიას და წერონისის ქუჩებს, დიღმის მასივის IV კვარტალს, ახმეტელის და ბელიაშვილის ქუჩებს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილს, ქარელის, ლიხაურის, ბაკურიანის, ჭიათურის, კოსტავას, იოსელიანის, ახალშენის, ბალანჩივაძის, ბზვანელის, დოლიძისა და ჩიქოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დღესვე, 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის I, III, IIIა, V მიკრორაიონების, ქერჩის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10:00-დან 18:00 საათამდე კი - მუჯირიშვილის, მთისძირის და უშაკოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი