მსოფლიოში ყველაზე მომწამვლელი ჰაერი საქართველოშია - უცხოელი ექსპერტის საგანგაშო დასკვნა

მსოფლიოში ყველაზე მომწამვლელი ჰაერი საქართველოშია - უცხოელი ექსპერტის საგანგაშო დასკვნა

ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურება დაახლოებით 6.5 მილიონ ადამიანს ასალმებს სიცოცხლეს. ის იწვევს სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის ფილტვის კიბოსა და გულის შეტევას. საერთაშორისო ენერგიის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, თუ რომელ ქვეყანაში როგორი მდგომარეობაა ჰაერის დაბინძურების მხრივ.

პირველ ადგილზე ჰაერის დაბინძურების დონით საქართველო აღმოჩნდა. ამ ჩარტში დათვლილია სიკვდილიანობის შეფასება და არა აბსოლუტური რიცხები. მართალია, საქართველო და ბულგარეთი სიის სათავეში არიან, მაგრამ ჩინეთსა და ინდოეთში ჰაერის დაბინძურებით მეტი ადამიანი იღუპება, რადგან იქ გაცილებით მეტი მოსახლეობაა.

კარგი ვითარებაა ამერიკაში. სიკვდილიანობის დონე აშშ-ში საფრანგეთსა და გერმანიაზე დაბალია, რადგან ამერიკაში დიზელზე მომუშავე მანქანები თითქმის აღარ არის.

როგორ გახდა საქართველო ლიდერი ამ ფატალურ სიაში? ჰაერის ხარისხის სპეციალისტი ტიმ კოვაჩი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული ძველი, უვარგისი, დიზელზე მომუშავე მანქანები ქმნიან მსგავს სავალალო სიტუაციას. საქართველოში არ არსებობს კარგად განვითარებული სატრანსპორტო სისტემა, ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარი მანქანით გადაადგილდება. შეძენილი მანქანების უმეტესობა მეორადია, 10-15-წლიანი სიძველის. საქართველოში არ ხდება ტესტირება მანქანებზე იმის დასადგენად, თუ რამდენად ვარგისია. ამიტომ მანქანები ცუდ მექანიკურ მდგომარეობაშია. ბაზარზე არსებული დაბალი ხარისხის ბენზინი და გაზი კი უფრო ამძიმებს სიტუაციას. საცობები კვლავ დაურეგულირებელია ქვეყანაში. ყველა ამ ფაქტორს კი მივყავართ იმ შედეგამდე, რაც ჩარტზე აისახა, - მიიჩნევს ტიმ კოვაჩი.

მომზადებულია vox.com-ს მიხედვით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი