"ხშირად არასასიამოვნო ფაქტები ხდება" - როგორ განმარტავს ბაგრატის ტაძრის მოძღვარი საღამოობით შესასვლელის დაკეტვას

"ხშირად არასასიამოვნო ფაქტები ხდება" - როგორ განმარტავს ბაგრატის ტაძრის მოძღვარი საღამოობით შესასვლელის დაკეტვას

ქუთაისში ბაგრატის ტაძარს დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი სტუმრობს. ისტორიული ნაგებობა, რომელიც 1003 წელს ბაგრატ მესამის მეფობის პერიოდში აიგო, ქალაქის ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობაა. თუმცა როგორც გაირკვა, ბოლო პერიოდში ტაძრის შესასვლელი ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის საღამოს 10 საათიდან იკეტება და ეზოში მოხვედრა შეუძლებელია.

მსგავსი გადაწყვეტილება ბერვისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან ბაგრატის ტაძარს მნახველები განსაკუთრებით საღამოს პერიოდში ჰყავდა. როგორც ტაძარში მოღვაწე მამა გიორგი განმარტავს, ეზოში ვიზიტორების მხრიდან ხშირად არასასიამოვნო ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რაც საბოლოოდ საღამოს საათებში ტაძრის ჭიშკრის დაკეტვის მიზეზი გახდა.

"ზაფხულის სეზონზე საღამოობით ტაძრის ეზოში უფრო ბევრი ადამიანი მოდის, ხშირად არასასიამოვნო ფაქტები ხდება. ყველა აქ მოსულსაც ყურადღებას ფიზიკურად ვერ მივაქცევთ, ამიტომ ზაფხულში, ღამის 10 საათიდან ტაძრის შემოსასვლელს ვკეტავთ", - აცხადებს სასულიერო პირი.

აღსანიშნავია, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაციამ, რომელიც 2011 წელს დასრულდა, ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად გაზარდა.

ირაკლი აკობია

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი