როდის შეძლებენ სტამბოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოფრენას - უახლესი ინფორმაცია

როდის შეძლებენ სტამბოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოფრენას - უახლესი ინფორმაცია

სტამბოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოფრენას, სავარაუდოდ, დღეს, 17:00 საათიდან შეძლებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თურქეთში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განუცხადა.

"იმ ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გვაქვს, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამომგზავრებას 17:00 საათიდან შეძლებენ. ათათურქის აეროპორტიც ნელ-ნელა ამუშავდა. ფრენები ნაწილობრივ აღდგა", - განაცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა.

რაც შეეხება საკონსულოში გახსნილ ცხელ ხაზს, ირაკლი ასაშვილის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე ზარები წუხელ უწყვეტ რეჟიმში შედიოდა.

"რეკავდნენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე მათი ახლობლები. ზარები გამთენიისას შეწყდა", - აღნიშნა ასაშვილმა.

გენერალური კონსულის ინფორმაციით, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც მომხდარი აფეთქებების დროს ათათურქის აეროპორტში იმყოფებოდა, სასტუმროებშია გადაყვანილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი