"თურქული პროდუქცია სომხეთის გავლით რუსეთში მაინც შედიოდა"

"თურქული პროდუქცია სომხეთის გავლით რუსეთში მაინც შედიოდა"

დღეს, როდესაც თურქეთის მთავრობა მზად არის, რუსეთს 2015 წლის ნოემბერში ჩამოგდებული თვითმფრინავის სანაცვლოდ ზარალი აუნაზღაუროს, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი ამის გამო ბოდიშს იხდის, დღის წესრიგში დგება საკითხი - ხომ არ დათბება ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის, ხომ არ დაუბრუნდება თურქული პროდუქცია რუსეთის ბაზარს და როგორ იმოქმედებს ეს ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე რუსეთში? როგორც ქართველ ექსპორტიორები აცხადებენ, ბოლო ხანებში რუსეთის მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესდა: რუსულ ბაზარზე ქართული ხილი და სხვა პროდუქტები საკმაოდ დიდი რაოდენობით შედის, თუმცა თურქეთის დაბრუნებამ შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს:

ვახო ბეჟიტაშვილი - შპს "ფრუიტილიას" დამფუძნებელი:

- თურქეთი ნებისმიერი ქვეყნისთვის სერიოზული კონკურენტია, რადგან ამ ქვეყნის პროდუქცია სახელმწიფოს მიერ არის სუბსიდირებული. შესაბამისად, მისი ფასიც სხვაა და ხარისხიც. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ თურქული პროდუქცია სომხეთის გავლით რუსეთში მაინც შედიოდა და მერე იქ სომხური საბუთებით იყიდებოდა. იმ შემთხვევაში, თუკი თურქეთი ამ ბაზარზე პირდაპირ შევა, თამაშის წესები ყველა ექსპორტიორისთვის შეიცვლება. მას შემდეგ, რაც დევდორაკის ხეობაში გზა დაიკეტა, ჩვენ შედარებით უკეთეს პირობებში აღმოვჩნდით. მიუხედავად იმისა, რომ

ჩვენც შემოვლითი გზით - აზერბაიჯანიდან შევდივართ რუსულ ბაზარზე და არა გვაქვს პირობები, რომ ექსპორტი გავზარდოთ, ქართული ხილის ექსპორტი რუსეთში მაინც გაიზარდა.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი