როგორ გავყიდოთ ინფორმაცია ბანკის კლიენტების შესახებ?

როგორ გავყიდოთ ინფორმაცია ბანკის კლიენტების შესახებ?

PALITRANEWS - ის გადაცემა "ბიზნეს პერსონამ" ამჯერად "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს აიეტ კუკავას უმასპინძლა. როგორია ერთი ჰოლდინგური კომპანიის განვითარების ისტორია და იზიარებს თუ არა აიეტი კუკავა უოლ სტრიტის მგელის, ჯორდან ბელფორტის წარმატების ფორმულას – ამას მკითხველი გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობს.

- დაახლოებით 20 წელია ფინანსურ სექტორში ხართ, თუმცა თქვენი ბიზნესისტორია იწყება იმით, რომ იყავით დაქირავებული თანამშრომელი და გარკვეული პერიოდის შემდეგ გაგიჩნდათ სურვილი, თავად ყოფილიყავით დამქირავებელი. როგორი იყო თქვენი კარიერის პირველი ნაბიჯები?

აიეტი კუკავა:

- ძალიან საინტერესო წლები იყო. იმ დროს ერთ–ერთი ყველაზე შემოსავლიანი საქმინობად საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა ითვლებოდა. ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო ჩემი მხრიდან, რომ ასეთი მაღალანაზღაურებადი, კომფორტული სამსახური დამეთმო და საბანკო სექტორში გადავსულიყავი, სადაც გაცილებით დაბალი ხელფასი იყო.

- რა მიზანი გამოძრავებდათ, რატომ გადახვედით?

- მჯეროდა, რომ ჩემი მომავალი ფინანსურ სექტორთან იყო დაკავშირებული. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ სფეროში გაცილებით მეტის გაკეთებას შევძლებდი როგორც ჩემთვის, ისე ქვეყნისთვის.

- როგორც ვიცი, ეს იყო "აბსოლუტ ბანკი" და შემდეგ რა ბედი ეწია ამ ბანკს?

- მე ამერიკაში წავედი სასწავლებლად. ბანკის პრეზიდენტი ამერიკელი იყო და თვითონ მირჩია გამგზავრება. მანამდეც, რამდენიმე უცხოურ ბანკში სტაჟირებაზე გამამწესა, რომ გამოცდილება მიმეღო. სწორედ მაშინ დავრწმუნდი, რომ მაგისტრატურა ამერიკაში უნდა დამემთავრებინა. როცა მაგისტრატურაში ვსწავლობდი, ბანკი სადაც ვმუშაობდი "ქართუ ჯგუფმა" იყიდა. არადა ბანკის პრეზიდენტი ამბობდა: აიეტი ბანკის მომავალი პრეზიდენტიაო. ისე გამოვიდა, რომ როცა საქართველოში დავბრუნდი ბანკი უკვე აღარ იყო. თუმცა, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ საკუთარი ბიზნესი წამომეწყო.

- თქვენ გქონდათ ცოდნა, გქონდათ სურვილი, მიზანიც, მაგრამ ბიზნესის კეთებას კაპიტალიც სჭირდებოდა. გქონდათ ფული?

- პირიქით, იმ დროს ვალები მქონდა. ამერიკაში რომ ვსწავლობდი ძალიან ბევრი ვალი ავიღე და წიგნები ვიყიდე. როგორც წესი, როცა სტუდენტები ამთავრებენ სწავლას, ყველა ყიდის თავის წიგნებს, მე კი პირიქით, ვალები ავიღე და იმ საგნების წიგნებიც ვიყიდე, რომლებიც გავლილი არ მქონდა. ერთი კონტეინერი წიგნები გამოვაგზავნე საქართველოში.

- ანუ, მთელი თქვენი კაპიტალი წიგნები იყო?

- არა მარტო. ამერიკა დიდი ქვეყანა. იქ მოვიარე ქალაქები და ბვერი საინტერესო რამ ვნახე.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი