ბერლინში საქართველოს საელჩოს ავტომანქანა დაწვეს - საგარეო უწყების კომენტარი

ბერლინში საქართველოს საელჩოს ავტომანქანა დაწვეს - საგარეო უწყების კომენტარი

ბერლინში რამდენიმე დიპლომატიური ავტომანქანა დაწვეს, რომელთა შორისაც საქართველოს საელჩოს ავტომანქანაცაა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათი განმარტებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

"გუშინ ბერლინში, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა დიპლომატიური ნომრის მქონე რამდენიმე ავტომანქანის დაწვის ფაქტს, რომელთა შორისაც აღმოჩნდა საქართველოს საელჩოს მანქანა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გარკვეული ჯგუფი ასეთ ფაქტს ჩადის. ველოდებით გამოძიების შედეგებს", - განაცხადეს საგარეო უწყებაში.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დიპლომატიურ ავტომანქანებს შორის, რომელიც ბერლინში დაწვეს, ერთ-ერთი ასევე საფრანგეთის საელჩოს მანქანაა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი