როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ აიფონი დაგვისველდა?

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ აიფონი დაგვისველდა?

ტელეფონის წყალში მოხვედრისგან არავინ არის დაზღვეული, ეს შეიძლება ნებისმიერს დაემართოს. რისკები განსაკუთრებით იზრდება მაშინ, როცა დასასვენებლად საზღვაო კურორტზე იმყოფებით ან ცხელ დღეებში თავს აუზზე იგრილებთ.

სამწუხაროა, მაგრამ მოულოდნელად შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ცურვისას თქვენი საყვარელი აიფონის ჯიბიდან ამოღება თავში აზრადაც არ მოგსვლიათ. ბევრი სხვა, მსგავსი შემთხვევა შეიძლება წარმოვიდგინოთ. ტელეფონი წყალში ზოგჯერ პატარა ონავრების „წყალობითაც“ ხვდება. მოკლედ, მიზეზი ბევრია. რა შეიძლება გააკეთოთ, ვის უნდა მიმართოთ და რამდენადაა შანსი იმის, რომ თქვენი აიფონით „სელფების „ გადაღებას კვლავ შეძლებთ. ზოგჯერ სიტუაცია არც ისეთი საგანგაშოა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დასველებული აიფონის შეკეთება შესაძლებელია.

დამატებითი ინფორმაციისთვის და სხვა საჭირო რეკომენდაციებისთვის ambebi.ge „iTechnic“ -ის ბათუმის ფილიალის მენეჯერს ანი მოძმანაშვილს ესაუბრა.

მისი თქმით პირველი, რაც აიფონის მფლობელმა უნდა შეასრულოს - ტელეფონის მშრალ ადგილზე მოთავსებაა. "არ შეიძლება ტელეფონის ფენით გაშრობა, პირველ რიგში აუცილებელია გამოირთოს ტელეფონი და არ ვცადოთ მისი დატენვა. საჭიროა, რომ ელემენტი ჩაიხსნას ტელეფონზე, რათა შეწყდეს დენის მიწოდება პლატაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ელემენტის მოხსნა არც ისე მარტივია iPhone-ზე, აუცილებლად მიმართეთ ტექნიკოსს, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი პროცედურების გატარება და ,,გადარჩეს თქვენი ტელეფონი“.

,,აიტექნიკის“ მაღაზია ბათუში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა და მომხმარებელთა მომართვიანობა უკვე საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები, როცა პრობლემა წყალში ჩავარდნილი ტელეფონია. აიფონის დასველების გამო ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს, რადგან ის შეკეთებას ექვემდებარება. ჩვენი ფილიალი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ტექნიკოსებითა და პროგრამისტებით. მათ ამ პრობლემის აღმოფხვრა შეუძლიათ,“ - აღნიშნავს ანი მოძმანაშვილი.

ანი მოძმანაშვილის თქმით, მომხმარებლისთვის კარგი სიახლეა ის, რომ ტექნიკური დახმარებისთვის ტელეფონის თბილისში წაღება ან გაგზავნა აღარ დასჭირდებათ და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრა უკვე ბათუმშიც შესაძლებელია.

,,წყალი ყველაზე დიდ საშიშროებას უქმნის თქვენს ტელეფონს, რადგან ერთი ნაწილის დასველებამ შესაძლოა, სხვა ნაწილების დაზიანებაც გამოიწვიოს, ამიტომ რაც მალე მოხვდება ის კვალიფიციური ტექნიკოსის ხელში, რა თქმა უნდა, უკეთესია. შესაბამისად, ჩვენი ფილიალი უკვე შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ადგილზე მიიღონ ყველა საჭირო მომსახურება,“ - აღნიშნავს ანი მოძმანაშვილი.

ქრისტინე გამთენაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი